ნორბერტ ვინერი და კარლ-უმცროსი ვიტე – (ორი ვუნდერკინდი)
როგორც ცნობილია,კიბერნეტიკის ფუძემდებელ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს - ნორბერტ ვინერს (1894-1964 წლები) ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში ძალუძდა არა მხოლოდ სამ ენაზე მეტყველება,არამედ სამ ენაზე წერაც კი. 18 წლის ასაკში მყოფი ნორბერტი უკვე სახელოვანი მეცნიერი და სწავლული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ვინერის ამ გასაოცარ ინტელექტუალურ მიღწევას მკვლევარები ნორბერტის მამასთან – ლეო ვინერთან აასოცირებენ,რომელიც პატარა ვაჟის აღსაზრდელად XIX საუკუნის სახელოვანი გერმანელი პედაგოგის – კარლ ჰენრიხ გოტფრიდ ვიტეს მიერ შემუშავებულ „გონებრივი შესაძლებლობების განვითარების მეთოდს” მიმართავდა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ თავად კარლ ვიტეც ამავე მეთოდს მიმართავდა საკუთარი ვაჟის – კარლ-უმცროსის (1800-1883 წლები) აღსაზრდელად და კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებსაც მიაღწია.შვიდი წლის ასაკში მყოფი ვუნდერკინდი კარლ-უმცროსი მშობლიური ენის გარდა თავისუფლად საუბრობდა ძველ ბერძნულ,ლათინურ,ფრანგულ და იტალიურ ენებზე.გარდა ამისა,აღნიშნული ენებიდან იმავე ასაკში აკეთებდა ურთულეს თარგმანებს; ცხრა წლის კარლი გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა; 13 წლისამ ფილოსოფიის დოქტორის საპატიო ხარისხი მიიღო; 16 წლის ასაკში სამართლის სადოქტორო ხარისხი დაიცვა,ხოლო 18 წლის კარლ-უმცროსი ვიტე კი,გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – ჰაიდელბერგის რუპერტ-კარლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ-უმცროსი ვიტე