ლუი პასტერი – „ეპიზოდი”
„კაცობრიობის კეთილისმყოფელი”. – ასე უწოდა საფრანგეთის ხელისუფლებამ გენიალურ ფრანგ ქიმიკოსსა და მიკრობიოლოგს - ლუი პასტერს (1822-1895 წლები),რომლის სახელთანაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხსნა არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ნობელის პრემიის ლაურეატმა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა მეცნიერმა სულ რაღაც 45 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა,რაც მის ჯანმრთელობაზე უკიდურესად უარყოფითი კვალი დატოვა.მიუხედავად ხელ-ფეხის გაჩერებისა,პასტერი მაინც აქტიურად განაგრძობდა მუშობას.ის კი არა და, ჯანმრთელობაშერყეული მიკრობიოლოგი სიცოცხლისათვის საშიშ ცდებსაც კი ატარებდა,რასაც დიდად განიცდიდა მისი ოჯახის წევრები.მოგვიანებით ლუის რამდენჯერმე კიდევ გაუმეორა ინსულტმა,რასაც მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და 72 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა.თავდაპირველად გენიალური ფრანგი მეცნიერის ცხედარი პარიზის ღვთისმშობლის უნიკალურ ტაძარში განისვენებდა,თუმცა მოგვიანებით მისი ნეშთი გადასვენებული იქნა „ლუი პასტერის სახელობის ინსტიტუტში”. – (ავტორი გენია.ჯი)