ოთარ ჭილაძე – „ჯერ იყო სიტყვა”
ჯერ იყო სიტყვა,რადგან სიტყვა დედაა ღმერთის.
სიტყვა ინახავს გონჯს და ლამაზს,ბოროტს და კეთილს.
სიტყვაში ბუდობს,რაცკი ვიცით ანდა არ ვიცით,
რაცკი აქამდე განგვიცდია ანდა განვიცდით.
სიტყვის ძუძუს წოვს სასოც,რწმენაც,აზრიც,ოცნებაც…
და სიტყვას,მხოლოდ სიტყვას ძალუძს მკვდრის გაცოცხლებაც.
ოღონდ თუ სხვებმაც დაინახეს,დროზე თუ ითქვა…
სჯობს,თქვა და მოკვდე,ვიდრე გულში ჩაიკლა სიტყვა.