„კვლავაც მოვა გაზაფხული!”
„დაგვივიწყა მზემ.ადამიანისთვის კი პირველი წამალი მზეა,მზემ თუ არ აბარგა,ავადმყოფობას მარტო წამალი ვერას უზამსო.
გაიჭიმება,გაიბორჯღება ზამთარი.იწვიმებს,ითოვლებს,იქროლებენ ქარები.მრავალჯერ შემოვლენ დიდები თუ პატარები სველები,თოვლით გადაბარდნილები,ქარისგან სახეაშუშხულები და ამოკუზულები.მრავალი ღამე გაგრძელდება უსაშველოდ,მრავალ მამალს ჩაეხლიწება ხმა იმათ გათენებისთვის.მაგრამ გაზაფხული მაინც მოვა.მზე ძალას მოიკრებს,ბურუსებს მიმოფანტავს.დაიწყებენ წივწივები ძახილს – მწიფე,მწიფეო! გადმოიფრენს მწვანე კოდალა კივკივით – დარი,დარიო! დასცვივა ლოლუები სახურავებს,ჩამოიწკრიტება კრიალა წვეთებიც.მხიარულად აჟღურტულდებიან გუნებაგაძაღლებული ბეღურებიც.წითლად დაებერება კვირტები ფანჯარასთან მომდგარ ნუშს.ჯერ ყოჩივარდებს მოიტანენ ბავშვები,მერე თეროსა და ფურუსელებს,მერე შვინდის ტოტებს,მერე იებს,ვენახის ბოლოში დაკრეფილ ლურ იებს.მოახლოვდება და მოახლოვდება მზე.
გავა კიდევ რამდენიმე დღე და აშრება მიწა,აფუვდება,ასურნელდება.საღამო ხანზე შაშვი დაიწყებს გალობას.წამოჯდება მაღალი კაკლის კენწეროზე – მშვიდად,ოცნებაში წასულივით, და გალობს და გალობს.შაშვის გალობა საბოლოოდ დაგვარწმუნებს,რომ ზამთარი გავიდა, და, რომ ჩვენც გავატანეთ იმ ზამთარს და კიდევ ერთ ულამაზეს გაზაფხულს შევესწარით ღვთის შეწევნით”. – (აღნიშნული პოსტი ინტერპრეტირებულია გენია.ჯი-ს მიერ – რეზო ინანიშვილის მოთხრობიდან – „გაზაფხული)