ოთარ ჭილაძე წერდა…
„ეტლით გათელილ მეომარივით ვცდილობ წამოვდგე და გულგრილობის ეკლიან ტოტებს ვებღაუჭები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აზრი არა აქვს წუწუნს და ჩივილს: ფრთას – ვინც გაჩუქა – ის შეგჭრის მხოლოდ”.
* * *
„ჩემი სურვილი უფრო დიდია,ვიდრე სიკვდილი”.
* * *
„კანონი მთავარია,მაგრამ ხომ შეიძლება: კი არ დაირღვეს,შერბილდეს იგი,რომ ჩვენც ცოტა ხნით მოვითქვათ სული,არ გავიჭყლიტოთ მისი სიმძიმით,გაგვეხსნას ენა,გული და ფეხი და არ ჩაგვაჭკნეს ხელში სურვილები”.
* * *
„მეც შემიძლია გავჩუმდე და ავიტანო ტანჯვა დუმილით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,ხან ოცდაათი – ერთ ვერცხლად ფასობს”.
* * *
„ხომ შეიძლება ღმერთებიც შეცდნენ და ვერ გაიგონ ადამიანის?!”
* * *
„მე კაცი ვიყავ,მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების ან უფრო სწორად,სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად”.
* * *
„არის ხელები: კეთილი და პატიოსანი.არის ხელები: ბოროტებით და შურით სავსე”.
* * *
„მე აღარ მიყვარს,აღარ მაკვირვებს – რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ”. – (ავტორი გენია.ჯი)