ჰარი ჰუდინის ოჯახური იდილიის საიდუმლო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაბადებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა ილუზიონისტმა,ტრიუკების ოსტატმა და ფილანთროპმა – ჰარი ჰუდინმა (1874-1926 წლები) ასპარეზზე გამოსვლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როდესაც ილუზიონისტებს – მაგებად მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ებრაელი რაბინის ვაჟის – ერიკ ვაისის (ჰუდინის ნამდვილი სახელი და გვარი) პირადი ცხოვრების შესახებ ყოველთვის დადიოდა ლეგენდები.ამბობდნენ იმასაც,რომ ჰარისა და მის მეუღლეს – ვილჰელმინა ბეატრიჩე რაჰნერს (1876-1943 წლები) შორის,რომელიც საზოგადოებისათვის უფრო – ბეს ჰუდინის სახელით არის ცნობილი,თავიანთი ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში არასოდეს წარმოშობილა სერიოზული კონფლიქტიო. და შეიძლება თამამად ითქვას,რომ ამ ხმებში მართლაც იდო სინამდვილის მარცვალი,რადგან,როგორც ფენომენალური შესაძლებლობების მქონე ილუზიონისტის ბიოგრაფები შენიშნავდნენ,ჰუდინს საკუთარ მეუღლესთან ურთიერთობის ერთობ უჩვეულო მეთოდი ჰქონია შემუშავებული.ცნობილია ისიც,რომ ჰუდინების წყვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთს მიმართავდნენ,როგორც – „მისტერ ჰუდინი” და „მისის ჰუდინი”.სახელოვან ილუზიონისტს თავისი მეუღლის ღრმა სიყვარული გააჩნდა,რასაც ისიც მოწმობს,რომ იგი სხვა ოთახში მყოფ ვილჰელმინას ხშირად წერდა სიყვარულის გრძნობით გაჯერებულ წერილებს.ერთადერთი,რაც ამ იდილიურ წყვილში სერიოზულ უთანხმოებას იწვევდა,გახლდათ ის,რომ ჰარისაგან განსხვავებით,მისი მეუღლე სხვა რელიგიური კონცეფსიის მატარებელი იყო.თუმცა,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,იმისათვის,რომ ჰარისა და ვილჰელმინას კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ,ჰუდინის ერთობ უჩვეულო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული,რამაც წყვილი არაერთხელ იხსნა სკანდალისაგან.თავის მხრივ,კი ჰუდინების ოჯახური იდილიის საიდუმლო მეტად მარტივი მიზეზით გახლდათ განპირობებული: იმ შემთხვევაში,თუ ცოლ-ქმარი დავის დროს ერთმანეთში კონსესუსს ვერ გამოსძებნიდნენ და ჰარის მოთმინების ფიალა აივსებოდა,იგი სამჯერ ასწევდა მარჯვენა წარბს.ეს ჟესტი კი ვილჰელმინას აძლევდა იმის სიგნალს,რომ ქალს დაუყონებლივ უნდა შეეწყვიტა ქმართან დავა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ ცოლ-ქმარი წყნარდებოდა და მშვიდ გარემოში წყვეტდა წარმოქმნილ პრობლემას.ასეთივე სასიგნალო ჟესტი გააჩნდა ვილჰელმინასაც,რომლის მოთმინების ფიალის ავსების შემთხვევაშიც,ჰარი უცილობლად გადიოდა სახლიდან,სამ-ოთხ წრეს შემოუვლიდა საცხოვრებელს და ბოლოს ღია კარში ან ფანჯარაში ქუდს აგდებდა.თუკი სახლში შეგდებულ ქუდს ილუზიონისტს უკან არ გადაუგდებდნენ,ეს იმის მაუწყებელი იყო,რომ ვილჰელმინა დამშვიდდა და შესაძლებელი იყო სახლში შესვლა.

ჰარი ჰუდინის გარდაცვალების შემდგომ ვილჰელმინა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.იმისათვის,რომ,როგორმე იმიერში გარდასული მეუღლისაგან რაიმე ნიშანი მიეღო,ყოველ კვირა დღეს ექსტრასენსებთან დადიოდა და სპირიტიზმით კავდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>