ლუკინო ვიკონტი დი მოდრონე – „ეპიზოდი”
1976 წლის 17 მარტს,იტალიის დედქალაქ რომში გარდაიცვალა საწოლს მიჯაჭვული კინოსა და თეატრის გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი – ლუკინო ვიკონტი დი მოდრონე. (ავტორი გენია.ჯი) ნათესავებისა და ახლო მეგობრების გარმოცვაში მყოფი მომაკვდავი ხელოვანის საწოლის სიახლოვეს განთავსებულ მაგიდაზე მუდმივად ელაგა მისი საყვარელი ლიტერატორების წიგნები და მუსიკალური ჩანაწერები,რაც ხაზს უსვამდა ვისკონტის უდიდეს სიყვარულს წიგნებისა და მუსიკის მიმართ. და სანამ დაჰკრავდა ჟამი ამიერთან გამოთხოვებისა,მან მასზედ მზრუნველ ადამიანებს სთხოვა,რომ მისი საფლავის ქვაზე შემდეგი სახის ეპიტაფია აღებეჭდათ; „იგი აღმერთებდა უილიამ შექსპირს,ანტონ ჩეხოვსა და ჯუზეპე ვერდის”.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ დიდი რეჟისორის უკანასკნელი თხოვნა გაურკვეველი მიზეზების გამო არ აღუსრულებიათ. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუკინო ვისკონტის საფლავის ქვა