ჰიპოკრატე – „ეპიზოდი”
„მედიცინის მამად” წოდებული ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორი,ექიმი და ფილოსოფოსი - ჰიპოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) თესალიის ხეობაში არსებულ ძველბერძნულ ქალაქ ლარისაში აღესრულა ხანდაზმულ ასაკში. (ავტორი გენია.ჯი) უძველესი გადმოცემების თანახმად,ჰირტონის რაიონში დაკრძალული ჰიპოკრატეს საფლავზე ფუტკრების კოლონიამ დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა უზარმაზარი ბუდე.საინტერესოა ის გარემოება,რომ მედიცინის რეფორმატორის საფლავზე დამზადებული თაფლი გამოირჩეოდა შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით.განსაკუთრებით კი იგი ჩვილებში გავრცელებული პირის ღრუს ლორწოვანი ანთების – სტომატიტის საწინააღმდეგო უებარ საშუალებას წარმოადგენდა,რის გამოც ჰიპოკრატეს უკანსაკნელ განსასვენებელს უამრავი ადამიანი სტუმრობდა.მათ შორის კი,ყველაზე ხშირად ამ უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე თაფლის მოსაპოვებლად ანტიკური ხანის უდიდესი ექიმის საფლავს მეძუძური დედები სტუმრობდნენ.
მას შემდგომ,რაც ჰიპოკრატე გარდაიცვალა,მშობლიური კუნძულის – კოსის მოსახლეობამ იგი ფაქტობრივად გააღმერთა და ყოველწლიურად მის სახელზე მსხვერპლსაც სწირავდა.გარდა ამისა,ხალხი დარწმუნებული იყო,რომ იმიერში მათი სულის გადარჩენა სწორედ ჰიპოკრატეს მიერ იყო შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)