რას ნანობდა სიცოცხლის ბოლოს ნიკოლა ტესლა?
ევგენიკის მოძღვრების მომხრე (სწავლება,რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის მოდგმის,მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესება და სრულყოფა) სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი,ინჟინერი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები),ერთობ უცნაურ და ექსტრავაგანტული თვისებების მქონე მეცნიერს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უდიდესი სწავლულის ბიოგრაფთა ცნობებით,ტესლაზე მრავალი ქალი ყოფილა შეყვარებული,თუმცა მას არც ერთი მათგანისათვის საპასუხო გრძნობა არ გამოუმჟღავნებია და ისე აღესრულა,ცოლი არასოდეს შეურთავს და არ დაუტოვებია შთამომავლობა.იგი დარწმუნებული იყო,რომ ოჯახური ცხოვრება და შვილები აბსოლუტურტად შეუთავსებელი რამ გახლდათ სამეცნიერო შრომასთან.შესაბამისად,მან მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებას მიუძღვნა.უსახლკარო ტესლას,რომლის დროებით საცხოვრებლებსაც ლაბორატორიები და სასტუმროები წარმოადგენდნენ,დღე-ღამის განმავლობაში ორ საათს ეძინა.ერთხელ კი მთელი 84 საათის განმავლობაში იმუშავა ლაბორატორიაში ყოველგვარი შესვენებისა და დაღლის გარეშე.იმისათვის,რომ ენერგიული და სიცოცხლით სავსე ყოფილიყო,გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდა რამდენიმე სირჩა ვისკის,რამაც თავის მხრივ,ტესლას ნერვოზი და აკვიატების სინდრომი შეჰყარა.სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ნიკოლამ,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა მეცნიერებას,ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო,რომ თავის დროზე უარი განაცხადა დაქორწინებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაზე. – (ავტორი გენია.ჯი)