ჟაკ ფრესკო – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანმა ამერიკელმა ინჟინერმა,დიაზინერმა და ფუტუროლოგმა - ჟაკ ფრესკომ (1916-2017 წლები),რომლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე იმთავითვე უდიდესი გავლენა იქონია ბაბუამ,ნიუ-ოირკის სკოლაში სწავლის პერიოდში კატეგორიული უარი განაცხადა ტრადიციად ქცეული აშშ-ის ეროვნული დროშის წინაშე ფიცის დადებაზე. (ავტორი გენია.ჯი) ესოდენ უცნაური და ბევრისათვის გამაღიზიანებელი ქმედება კი მოზარდმა შემდეგი გარემოებით ახსნა: „მრავალ მიღწევას კაცობრიობა სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა უშუალო ძალისხმევით ეზიარა.ამიტომ მირჩევნია,ერთგულების ფიცი დავდო პლანეტა დედამიწისა და ყოველი სულიერი არსების წინაშე,ვიდრე ერთი კონკრეტული დროშის წინაშე.მე მიყვარს მთელი კაცობრიობა!” – საყურადღებოა ის გარემოება,რომ მასწავლებლებისაგან განსხვავებით,პატარა ჟაკის გლობალურ მსოფლმხედველობას მხარი დაუჭირა სკოლის დირექტორმა,რომელმაც გარკვეული პრივილეგიებიც მიანიჭა მას.მოგვიანებით,ზრდასრულმა ფრესკომ დააარსა არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია,სახელწოდებით – „პროექტი ვენერა”,რომლის მიზანსაც თავის მხრივ,მსოფლიო წესრიგის დამყარება წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)