ჟაკ-ივ კუსტოს პირადი ცხოვრებიდან…
1937 წელს,მსოფლიო ოკეანის დიდმა ფრანგმა მკვლევარმა,გამომგონებელმა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანმა რეჟისორმა – ჟაკ-ივ კუსტომ (1910-1997 წლები) ფრანგი ადმირალის – ანრი მელხიორის ქალიშვილზე – სიმონა მელხიორზე (1919-1990 წლები) იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,მამის გარდა,თავის დროზე ადმირალები გახლდნენ სიმონას ბაბუებიც – ჟიული და ჟანი.გარდა იმისა,რომ მსოფლიო ისტორიაში პირველ აკვალანგისტ-ქალს ერთობ უყვარდა ზღვებსა და ოკეანეებში მოგზაურობა,მას კიდევ უფრო იტაცებდა საყვარელ მეუღლესთან ერთად მოგზაურობა,რაც გახლდათ კიდეც მიზეზი იმისა,რომ იგი ხშირად ახლდა ხოლმე კუსტოს ამა თუ იმ ექსპედიციაში.ამ თვისების გამო სიმონას ერთ-ერთი ექსპედიციისას „კალიფსოს” სამეცნიერო-კვლევითი ხომალდის ეკიპაჟის წევრებმა მოფერებით – „მწყემსიც” კი შეარქვეს.კუსტოების წყვილს თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – ჟან-მიშელი და ფილიპე შეეძინათ.ცოლ-ქმრის იდილიური ცხოვრების განადგურება 1979 წელს მომხდარი საშინელი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. 1979 წლის 28 ივნისს საზღვაო-საპატრულო ჰიდროთვითმფრინავმა „კატალინა”-მ ლისაბონთან ახლოს განთავსებული მდინარე ტახოს სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა,რასაც კუსტოს უმცროსი ვაჟი,ოკეანოლოგი – ფილიპე ემსხვერპლა.ამ თავზარდამცემმა მოვლენამ შვილმკვდარი მშობლები უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო,რასაც თან დაერთო ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის გაცივება. (ავტორი გენია.ჯი) კუსტოების წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრება ამჯობინეს,თუმცა-კი ოფიციალურად არ განქორწინებულან. 1990 წლის 1 დეკემბერს სიმონა კიბოს ამაზრზენ დაავადებას ემსხვერპლა.მის ხსოვნას საფრანგეთის ხელისუფლებამ სრული სამხედრო პატივი მიაგო.სიმონა მელხიორის ფერფლი ზღვაში იქნა მიმოფანტული მისი ანდერძისამებრ.სიმონას გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში ჟაკმა მეორედაც იქორწინა,რამაც მამა-შვილს შორის იმდენად დაძაბა ურთიერთობა,რომ კუსტომ უფროს ვაჟს – ჟან-მიშელს თავისი გვარის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება სასამართლოს ძალითაც კი ჩამოართვა. 1997 წლის 25 ივნისს მსოფლიო ოკეანის დიდი ფრანგი მკვლევარი მიოკარდიუმის ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-მიშელი (კუსტოს უფროსი ვაჟი)
ფილიპე (კუსტოს ტრაგიკულად დაღუპული უმცროსი ვაჟი)
ჟაკ-ივ კუსტო და სიმონა მელხიორი