ერთი საყურადღებო სონეტი

შეუხედავი და უჯიშო მცენარე ერთი,

წამოიჭიმა ბაღნარში და უთხრა ყვავილებს:

„კოხტა სამოსი დამამშვენებს მალე ისეთი,

რომ ჩემს ბრწყინვალე წარმოშობას ყველა გაიგებს”.

* * *

მას დაუჯერეს.მაგრამ ერთხელ ბრიყვმა ინება

და შეურაცხყო უტურფესი ყველა დობილი,

ბაღი აღშფოთდა და დაიწყეს გამოძიება,

საიდან იყო მართლაც იგი წარმოშობილი.

* * *

ეს კი აყვავდა… აყვავდა და, მოგეცათ ლხენა,

ვით მასხარას და მატრაკვეცას დაუწყეს სტვენა,

გააპამპულეს,ამოსვარეს ლაფში უგვანო…

ბოლოს მოვიდა მებაღე და მოგლიჯეს ძირში…

* * *

ვირმა ყროყინით დაიტირა საფლავი მისი,

რადგანაც იგი ნარეკალი იყო უბრალო.

კომენტარის დატოვება