ონორე დე ბალზაკი წერდა…
„ისინი,ვინც ისწრაფვიან სახელი სიკვდილის შემდეგ გაითქვან,ხელს უშლიან ახალგაზრდებს სახელი გაითქვან იმ ასაკში,როცა წინსვლა შესაძლებელია და საჭირო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხი ფარისეველია და უსულგულო.იგი განდევნის თავის წიაღიდან ტალანტს,ვითარც ათენელებმა განდევნეს არისტიდე”.
* * *
„ძალიან ჩქარა შეამჩნევთ,რომ კეთილი გრძნობებით ვერაფერს მიაღწევთ”.
* * *
„ეშმაკებს არ აცდენენ”.
* * *
„შეცდომა ისევე სწრაფად ხვდება თვალს,როგორც შესანიშნავი აზრი”.
* * *
„როცა გსურს სინამდვილე ასახო,უნდა იცნობდე კიდეც მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მხოლოდ ტოლს შეუძლია განსაჯოს თავისი ტოლი”.
* * *
„სინდისი ის ჯოხია,რასაც კაცი ხელს იმიტომ დაავლებს ხოლმე,რომ მეზობელს სცემოს,თავისთვის კი არასოდეს იყენებს”.
* * *
„ნიჭიერ ადამიანთათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მარტოდ,თავის კუთხეში,მიყუჟული ჯდომა.განმარტოებულ მოაზროვნეებზე საშიში არაფერია”.
* * *
„გამოიგონე – პროგრესი”. – (ავტორი გენია.ჯი)