ვიტორიო ალფიერი
ვიტორიო ალფიერი - დაიბადა 1749 წლის 16 იანვარს,იტალიის ქალაქ ასტში (პიემონტის რეგიონი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი პოეტი და დრამატურგ-კლასიცისტი,რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ,როგორც: “იტალიური ტრაგედიის მამა”.ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ლიტერატურით და წერდა ლექსებს.ტურინში სწავლის დასრულების შემდგომ,მიემგზავრება სამოგზაუროდ,რა დროსაც მოიარა საფრანგეთი,ნიდერლანდები,შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. (ავტორი გენია.ჯი) 1775 წელს დაწერა დრამა ფრანგულ ენაზე,რის შემდეგაც ღრმად დაეუფლა იტალიურ სალიტერატურო ენას და მას შემდეგ დაიწყო წერა ამ ენაზე.ფლორენციაში ყოფნის პერიოდში შეუყვარდა პრინცესა ლუიზა (ოლბანის გრაფინია),რომელიც დაქორწინებული გახლდათ,ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტზე – ჩარლზ ედუარდ სტიუარტზე,რომელსაც ზედსახელად “ლამაზმან ჩარლზად” მოიხსენიებდნენ.იმისათვის,რომ ვიტორიო ლუიზასთან ახლოს ყოფილიყო,საკუთარ მდიდარ მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა და იგი საკუთარ დას გადასცა ტურინში.აღსანიშნავია,რომ ლუიზა – რომის პაპის ნებართვით დასცილდა მეუღლეს,რომელიც მას ცუდად ეპყრობოდა და რომში გაემგზავრა,სადაც ვიტორიოც გადავიდა.ამავე პერიოდში დაწერა მან 14 ტრაგედია,რის შემდეგაც რომიდან გაემგზავრა და მოგზაურობა დაიწყო იტალიის მასშტაბით,რათა ლუიზას რეპუტაციისათვის შეურაცყოფა არ მიეყენებინა.საბოლოო ჯამში ვიტორიო და ლუიზა იძულებული გახდნენ იტალიიდან გაქცეულიყვნენ,რადგან მათ წინააღმდეგ ლუიზას მაზლი – კარდინალი სტიუარტი,მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი.საფრანგეთის ქალაქ კოლმარში ისინი შეუღლდნენ და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ.პარიზში კი ერთადვე დააარსეს ლიტერატურული სალონი,სადაც თავს იყრიდნენ იმ პერიოდის ცნობილი ინტელექტუალები.დიდი ფრანგული რევოლუციის შემდეგ ვიტორიო და გრაფინია ლუიზა,კვლავ ბრუნდებიან ფლორენციაში,მიუხედავდ იმისა,რომ საკუთარ შემოქმედებაში მკვეთრად უარყოფითად გამოდიოდა “იაკობინელთა” წინააღმდეგ.თავად ალფიერი საკუთარ ტრაგედიებს აძლევდა შემდეგ კლასიფიკაციებს – სასიყვარულო: “კლეოპატრა”,”ფილიპე”,”ოქტავია”,”როზამუნდა”; გვირგვინისათვის ბრძოლის ტრაგედიები: “აგამემნონი”,დონ გარსია”,მარია სტიუარტი” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მისი შემოქმედების თემები იყო “ტრაგედიები ოჯახური გრძნობებისა” და “ტრაგედიები შინაგანი სულიერი ბრძოლისა”.ცხოვრების უკანასკნელ წლებში იგი დაკავდა ძველბერძნული თემატიკით,ხოლო მოგვიანებით დაწერა წიგნი საკუთარი განვლილი ცხოვრების შეხაებ,სახელწოდებით: “ცხოვრება ვიტორიო ალფიერისა,რომელიც თავად მოგითხროთ”.ვიტორიო ალფიერი გარდაიცვალა 1803 წლის 8 ოქტომბერს ფლორენციაში და დაკრძალულ იქნა “სანტა-კროჩეს ბაზილიკაში”,მაკიაველისა და მიქელანჯელოს გვერდით.მისი საფლავის ესკიზის ავტორი კი გახლავთ დიდი იტალიელი მოქანდაკე – ანტონიო კანოვა. (ავტორი გენია.ჯი)