რას წერდა ლეოპოლდ მოცარტი საკუთარ ვაჟიშვილს?
როგორც ცნობილია,ვენის კლასიკური სკოლის გენიალური ავსტრიელი წარმომადგენლის,კომპოზიტორისა და ინსტრუმენტალისტის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756-1791 წლები) ვირტუოზ მუსიკოსად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი დაიდო მევიოლინე მამამ,კომპოზიტორმა – ლეოპოლდ მოცარტმა (1719-1787 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ იგი უპირისპირდებოდა როგორც შემოსავლიანი თანამდებობის მქონე გამაძღარი კაპელმეისტერის იდეალს,ასევე მდაბიო ბოჰემის საწყალობელი არსებობის პერსპექტივასაც.საკუთარი ვაჟისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნული საკითხის შესახებ ლეოპორდი ვოლფგანგს შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა:
„მხოლოდ შენს კეთილგონიერებისა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული,იქნები შენ საშუალო მუსიკოსი,რომელსაც ყველა დაივიწყებს,თუ გახდები სახელგანთქმული კაპელმეისტერი,ვისზედაც მომდევნო თაობები წიგნებში წაიკითხავენ; სულს დალევ რომელიმე დედაკაცის კალთას მიკრული,ჩალის ლეიბზე,მდაბიო ბავშვებით სავსე ოთახში,თუ ქრისტიანულად და სიამოვნებით განვლილი ცხოვრების შემდეგ აღესრულები ღირსებითა და დღეგრძელი დიდებით მოსილი,სავსებით უზრუნველყოფილ და ყველას მიერ დაფასებულ ოჯახში”. – (ავტორი გენია.ჯი)