კლეოპატრა II – „ეპიზოდი”

კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივი ეტაპის განმავლობაში აზრად არავის მოსვლია აღენიშნა ყოველი ადამიანისათვის ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი,როგორიც გახლავთ – „დაბადების დღე”.როგორც რამდენიმე ისტორიული წყარო მოწმობს,პირველი ქვეყანა,სადაც „დაბადების დღის” აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა,უძველესი ეპოქების ეგვიპტე იყო. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსები ასახელებენ დაახლოებით თარიღსაც – 3 000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.თუმცა უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ „დაბადების დღის” აღნიშვნის პრივილეგიით უბრალო მოკვდავებისაგან განსახვავებით,მხოლოდ ფარაონები,მეფეები და მათი მამრობითი სქესის შთამომავლები სარგებლობდნენ.მოგვიანებით ეს ტრადიცია ეგვიპტიდან გავრცელებული იქნა ასურეთშიც.თავიანთ დაბადების დღეებზე ეგვიპტელი მმართველები აწყობდნენ გრანდიოზულ წვეულებებს,რომლებშიაც მონაწილეობის მიღების უფლება ეძლეოდათ არა მხოლოდ ეგვიპტელ ქურუმებსა და დიდებულებს,არამედ ლაქიებსა და მონებსაც კი.გარდა ამისა,ნიშანდობლივია,რომ მბრძანებლები ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად იჩენდნენ ჰუმანიზმს და ციხეებიდან ანთავისუფლებდნენ მსჯავრდებულებს.

ისტორიული წერილობითი წყაროებიდან მტკიცდება,რომ პირველი მანდილოსანი ისტორიაში,რომელიც ღირსყვეს,რომ მისთვის აღენიშნათ დაბადების დღის თარიღი,გახლდათ პტოლემე V-სა და კლეოპატრა სირას ქალიშვილი,საკუთარ ძმაზე – პტოლემე VI-ზე დაქორწინებული ეგვიპტის დედოფალი – კლეოპატრა II (ძვ.წ.აღ-ით 185-116 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>