დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსისა და ფარდობითობის თეორიის წამომყენებლის – ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს (ზოგადად,დაბადების თარიღს) მეგობართა წრეში ხუმრობით ერთ-ერთი მათემატიკური მუდმივას სახელი უწოდეს.დაასახელეთ,რომელი მათემატიკური მუდმივას სახელი უწოდეს დიდი მეცნიერის დაბადების დღეს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: რადგანაც აინშტაინი დაბადებული იყო 1879 წლის 14 მარტს,ანუ წლის მე-3 თვის 14 რიცხვში,ამიტომაც ალბერტის დაბადების დღეს მეგობრებმა ხუმრობით ნამდვილი ტრანსცენტენტური რიცხვი – „პი” უწოდეს,რომელიც როგორც ცნობილია,დაახლოებით – 3.14-ს უდრის.