ვოლტერი – „ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,ათეისტური რელიგიური მსოფლმხედველობითა და რიგი საკითხებისადმი ერთობ დაუნდობელი ირონიით გამორჩეული გენიალური ფრანგი ფილოსოფოსის,დრამატურგისა და განმანათლებლის – ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერის ოჯახის წევრები,მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ იგი კათოლიკურ ეკლესიისათვის შეერიგებინათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზნით ვოლტერის ოჯახმა დახმარება ერთ-ერთ კათოლიკე სასულიერო პირს სთხოვა.
- არსებობს კი ამ ქვეყნად ისეთი რამ,რაც თქვენს დაუნდობელ ირონიას არ დაქვემდებარებია? – დაინტერესდა საუბრის დასაწყისში მოძღვარი.
- რა თქმა უნდა,არსებობს! საკუთარი პერსონა არასოდეს გახდება ჩემი ირონიის სამიზნე. – უპასუხა ერთმნიშვნელოვნად ფილოსოფოსმა.
დიალოგის დასასრულს მოძღვარმა ვოლტერს ურჩია:
- განაგდე სატანა,მიუახლოვდი ღმერთს და შეურიგდი მას.
- სიკვდილის წინ,რატომ უნდა შევიძინო ახალი მტრები? – გაიკვირვა ვოლტერმა.
ასე დასრულდა უკანასკნელი მცდელობა შერიგებისა ფრანსუა მარი არუესა და ეკლესიას შორის. – (ავტორი გენია.ჯი)