ჯორდანო ბრუნო – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 1600 წლის 9 თებერვალს ინკვიზიციის ტრიბუნალმა ერესში ბრალდებულ გენიალურ იტალიელ ასტრონომს,ასტროლოგსა და ფილოსოფოსს – ჯორდანო ბრუნოს ხანგრძლივი ტანჯვა-წამების შემდგომ,სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) დიდი სწავლული გამაოგნებელი სიმშვიდითა და ღირსებით დაუხვდა გამოტანილ უმკაცრეს განაჩენს და მას შემდეგ,რაც მოსამართლემ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი გამოაცხადა,ამაყად ასწია თავი და მხოლოდ ერთხელ დაარღვია სიტყვით თავისი მდუმარება: „ვფიქრობ,რომ თქვენ ბევრად უფრო დიდი შიშით წარმოთქვით ჩემთვის გამოტანილი განაჩენი,ვიდრე მე მოვისმინე იგი!” – (ავტორი გენია.ჯი)