დესიდერიუს ერასმუსი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქის გენიალური ნიდერლანდელი სწავლულის,თეოლოგისა და „ჰუმანისტების თავადად” წოდებული - დესიდერიუს ერასმუსის (1469-1536 წლები) ნისლიან ალბიონზე პირველი ვიზიტი მხოლოდ ექვსი თვით გაგრძელდა,თუმცა მიუხედავად მცირე დროისა,აღნიშნულმა პერიოდმა უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას,გარდამტეხი როლიც კი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) შუა საუკუნეების უნივერსალურმა სწავლულმა სწორედ იმ პერიოდში გაიცნო და დაუახლოვდა სახელოვან ინგლისელ იურისტს,ჰუმანისტსა და მწერალს – ტომას მორსა და ლონდონის საკათედრო ტაძრის დეკანს – ჯონ კოლეტს.თუმცა განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა ნიდერლანდელმა სწავლულმა მაინც ბრიტანული იურისპოდენციის ვარსკვლავთან და „უტოპიის” ავტორთან – ტომას მორთან დაამყარა.ფაქტია,რომ დესიდერიუსისა და მორის მსოფლმხედველობა რიგ საკითხებში ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული იყო,თუმცა,როგორც ამბობენ,ისინი არა მხოლოდ ამაყობდნენ ერთმანეთით,არამედ იმდენადაც კი ავსებდნენ ერთმანეთს,რომ ორივე მათგანს ერთობლივად – „ბუნების გვირგვინი” და „სრულყოფილი ადამიანიც” კი უწოდეს.მას შემდეგ,რაც ტომას მორი სიკვდილით იქნა დასჯილი,ერთგული მეგობარი საშინელმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა.მოგვიანებით,ერასმუსმა ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ გააკეთა ჩანაწერი,რომელიც ნათლად მეტყველებს მის სულიერ მდგომარეობასა და ღრმა დეპრესიაზე: „მას შემდეგ,რაც ტომასი ცოცხალი აღარ არის,ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს მეც მოვკვდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ტომას მორი