„დამიჯერეთ,საუკეთესოდ ის აღმერთებს ღმერთს…”
„ნეფე-დედოფლის საწოლი ოთახის კარს ერთი ანგელოზი იცავს.დგას კარებთან,იღიმება და თითი მიუდვია პირზე.
საკურთხეველი არის ნეფე-დედოფლის საწოლი.იქ არავის შეუშვებს ეს დარაჯი.
სხივი უნდა ადგეს ამ სახლს.ნეფე-დედოფლის ნეტარება არ უნდა ეტეოდეს იქ,ქვიტკირს უნდა არღვევდეს და თავისი სინათლით ანათებდეს ღამის სიბნელეს.შეუძლებელია,რომ წმინდა დღესასწაულს ზეციერი სხივი არ შეეძღვნას უსაზღვროსთვის.სიყვარული ბრძმედი არის წმინდა,რომელშიაც ერთდებიან ქალი და კაცი.სიყვარული ჰქმნის სამებას ადამიანისას.ეს შერთვა ორი სულისა ერთ სულად წმინდაა და მღელვარების აღმძვრელი.ნეფე მოძღვარი არის და დედოფალი შიში და მორცხვობა.სიხარულია ეს შეერთება და ცოტა რამ ამ სიხარულისა ზეცამდეც აღწევს.სადაც ნამდვილი ქორწინება არის,ესე იგი,სადაც სიყვარული არის,იქ იდეალიც ურევია ამ სიყვარულში.ნეფე-დედოფლის საწოლი სინათლის კურთხევასა ჰქმნის ღამის სიბნელეში,რომ შეეძლოს ადამიანის თვალის კაკალს ზენასიცოცხლის საშინელი და მომხიბლავი აჩრდილების დანახვა,შესაძლებელია დაინახოს უხილავი ჩვენთვის არსებანი,უცნობი ფრთოსანნი,უხილავში მავალნი,რომლებიც ყოველმხრივ მოეფინებიან ნეფე-დედოფლის ბრწყინვალე სახლს კმაყოფილნი.დამლოცველნი,აღტაცებულნი პატარძლის კდემამოსილებით და ადამიანური სიხარულით თავიანთ ღვთიურ სახეზე.ამ დროს რომ თავის ნეტარებას გამოუსხლტებოდნენ ცოლი და ქმარი და ყურს მიუგდებდნენ ერთ წამს,ცხადად გაიგონებდნენ საწოლ ოთახში,თუმცა მარტოდმარტონი არიან,ფრთების არეულ შრიალს და რაღაც ჩუჩუნს.სრულ ბედნიერებას თან ახლავს თანაგრძნობა ანგელოზებისა.სიყვარულით დალოცვილი ორი ბაგე ერთდება შესაქმნელად.შეუძლებელია ამ კოცნამ ვარსკვლავთ საიდუმლო უსაზღვროებამდე არ მიაღწიოს.
ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება.აქ არის მარტო ნამდვილი ბედნიერება.ერთადერთი აღტაცება აქვს ადამიანს – სიყვარული.სხვა დანარჩენი ტირილი არის.
გიყვარდეთ ან გიყვარდათ,ეს კმარა,სხვას ნუღარ მოითხოვთ.ჩვენი ცხოვრების ბნელ ნაკეცებში სხვა ამნაირ მარგალიტს ვერას იპოვით.სიყვარული აღსრულება არის ადამიანის დანიშნულებისა.
ყველა თავისებურად აღმერთებს ღმერთს.მაგრამ დამიჯერეთ,საუკეთესოდ ის აღმერთებს ღმერთს,ვისაც თავისი ცოლი უყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)