ტომაზ ჰობზის შესახებ…
1665 წელს ლონდონი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა,მომდევნო წელს კი საშინელმა ხანძარმა.ამ ტრაგიკული მოვლენების წარმოქმნაში ანგლიკანურმა ეკლესიამ „უღვთო” ადამიანები დაადანაშაულა და შეადგინა იმ ათეისტური ქმნილებების სია,რომლებიც უპირობოდ ექვემდებარებოდნენ კოცონზე დაწვასა და განადგურებას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სიაში შეტანილი იქნა გენიალური ინგლისელი ფილოსოფოს-მატერიალისტისა და სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ტომაზ ჰობზის (1588-1679 წლები) მიერ გამოცემული წიგნი – „ლევიათანი”.
„ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია.თუმცა,რადგანაც ისინი – ეგოისტები არიან და ცდილობენ შეინარჩუნონ არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლება,არამედ ერთმა დაიმორჩილოს მეორე,წარმოიქმნება შემდეგი სიტუაცია: „ომი ყველა ყველას წინააღმდეგ”.ეს კი თავის მხრივ,ცხოვრებას ხდის უიმედოს,ცხოველურსა და ხანმოკლეს.ასეთ საზოგადოებაში ადამიანი ადამიანისათვის – მგელია.იმისათვის,რომ ამ ომში გადარჩნენ,ადამიანები ერთიანდებიან და უფლებამოსილებას გადასცემენ ცენტრალურ ხელისუფლებას.ამრიგად,სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგს.ადამიანების მიერ დადებული ხელშეკრულება სრულდება ხელისუფალისა და სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების არჩევით – რომელზეც დამოკიდებულია მმართველობის ფორმა და რომელმაც უნდა უზრუნველყოს ომის დასასრული”. – წერდა „ლევიათანში” ტომაზ ჰობზი.ასეთმა ხედვებმა ჰობზის მიმართ ნეგატიურად განაწყო არა მხოლოდ ინგლისელი დიდებულები,არამედ ინგლისური მონარქიაც.
1660 წლის 25 მაისს ლონდონში საზეიმო მსვლელობით შევიდა ჩარლზ II სტიუარტი,რომლის აღზრდაში თავისი წილი ჰქონდა დადებული ჰობზსს.ერთ დღეს ამალით გარშემორტყმულმა მონარქმა ლონდონის ცენტრალურ ქუჩაზე თავისი ყოფილი მასწავლებელი დაინახა,რომელსაც ოდესღაც მისი მსოფლმხედველობის გამოისობით აუდიენციაზე უარი განუცხადა და ქვეშევრდომებს კარეტის გაჩერება უბრძანა. (ავტორი გენია.ჯი) მოკითხვის შემდგომ ჩარლზმა ტომაზი სასახლეში მიიწვია.მეფის კაბინეტში სტუმრად მყოფი ფილოსოფოსის მახვილგონიერებამ და განათლებამ იმდენად მოხიბლა ინგლისის მეფე,რომ მას უფლება დართო ნებისმიერ დროს საძინებელშიც კი ხლებოდა ჩარლზს.გარდა ამისა,დაუნიშნა პენსია და შეუკვეთა ჰობზის პორტრეტი.თუმცა,რამდენიმე ხანში ინგლისელი დიდებულების ინტრიგების წყალობით ეს ურთიერთობა მათ შორის თითქმის მტრობაში გადაიზარდა,რასაც შედეგად ჰობზის უმნიშვნელოვანესი ქმნილების – „ლევიათანის” განადგურების მცდელობა მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ფილოსოფოსის ქმნილება კოცონზე დაწვას გადარჩენილიყო,ტომაზმა მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა,თუმცა ძირითადი სულისკვეთება მაინც იგივე დატოვა.შესაბამისად,პირველადი სახით იგი აღარასოდეს არ გამოქვეყნებულა.
ტომაზ ჰობზის თანამედროვეები ხაზს უსვამდნენ იმას,რომ ესოდენ ერუდირებულ ფილოსოფოსს,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,წიგნების კითხვა არ უყვარდა.ერთხელ თავის მეგობრებთან შეუნიშნავს კიდეც – „მეც ისევე ბევრს რომ ვკითხულობდე,როგორც სხვები,ისეთივე უმეცარი ვიქნებოდი,როგორებიც ისინი არიანო”.
ხანდაზმულ ასაკში შესული სწავლული ზომიერი ცხოვრების წესს მისდევდა.იღვიძებდა დილის 7 საათზე,ბუტერბროდით დანაყრების შემდგომ დილის ათ საათამდე სეირნობდა პარკში და სახლში დაბრუნებული,ჩამოშვებული ფარდებისა და ანთებული სანთლების ფონზე საკუთარ კაბინეტში იწყებდა მუშაობას გვიან საღამომდე.
გადმოგვცემენ იმასაც,რომ ჰობზი არ კრთოდა სიკვდილის წინაშე.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე კი სულაც მეგობრებს სთხოვდა შეერჩიათ მისი საფლავის ქვაზე ამოსაკვეთი ეპიტაფია.იგი ამ დროს ერთობ მხიარულ განწყობაზე იმყოფებოდა და ბევრს ოხუნჯობდა.საბოლოო ჯამში ჰობზს ყველაზე მეტად შემდეგი სახის ეპიტაფია მოწონებია: „აი,ჭეშმარიტად ნამდვილი „ფილოსოფიური ქვა”.თუმცა მას შემდეგ,რაც ტომაზი გარდაიცვალა (1679 წლის 4 დეკემბერი),მის საფლავზე აბსოლუტურად სხვა ეპიტაფია იქნა ამოკვეთილი: „ღირსეული ქმარი,ფართოდ ცნობილი თავისი სწავლებებით სამშობლოსა და უცხოეთში”. – (ავტორი გენია.ჯი)