შუამდინარეთის ქალაქებში გაბატონებული ანტისანიტარია
ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,ძველი რომის ქალაქ – პომპეის,რომელსაც საშინელი ანტისანიტარიის გამო – „გიგანტურ სანაგვედ” მოიხსენიებდნენ და შუა საუკუნეების ლონდონის მსგავსად,სისუფთავის დაცვით არც უძველესი მესოპოტამიის მაცხოვრებლები ყოფილან გამორჩეულნი. (ავტორი გენია.ჯი) ახლო აღმოსავლეთის ამ უდიდესი ისტორიის მქონე რეგიონის ქალაქებში სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვით დიდად არავინ იწუხებდა თავს,რის გამოც ქუჩები სავსე იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,უამრავი მღრნელებითა და სხვა მავნებლებით.იმისათვის,რომ ქალაქის ამყრალებული ქუჩები დაგროვებული ნაგვის მთებისაგან როგორმე გაეწმინდათ,მესოპოტამიელები გარეულ ძაღლებსა და ღორებს იყენებდნენ,რომლებიც თავის მხრივ,დღისა და ღამის განმავლობაში იქექებოდნენ სარჩოს მოსაპოვებლად ნაგავში.გარდა ქუჩებისა,თიხის ნამსხვრევებითა და სამშენებლო ნარჩენებით პომპეის მსგავსად,გადავსებული იყო თვით სასაფლაოებიც კი.არქეოლოგთა მტკიცებით,აღნიშნულმა გარემოებამ იმდენად მოამრავლა შუამდინარეთის ქალაქებში გარეული ძაღლები და ღორები,რომ ისინი სამეფო სასახლის ტერიტორიებზეც კი უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)