ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
შეიძლება ითქვას,რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელი,ენციკლოპედისტი და გამომგონებელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) ღრმად რელიგიური პიროვნება არ ყოფილა,თუმცა ღვთის არსებობაში ეჭვი არასოდეს შეუტანია.იგი აცხადებდა,რომ ნებისმიერი რელიგია იყო კარგი,რომელსაც ადამიანებისათვის სიკეთე და წესრიგი მოჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ აშშ-ის დიდი ბეჭდის დიზაინის ერთ-ერთმა შემქმნელმა,რამდენიმე პირადი ლოცვაც კი დაწერა,რომელთაგანაც ყოველ დილას შემდეგ ლოცვას წარმოთქვამდა: „ყოვლისშემძლე ღმერთო! კეთილო და გულუხვო მამა! თანამგრძნობო მენტორო! განამტკიცე ჩემში ის სიბრძნე,რომელსაც ძალუძს ჩემს წინაშე კარი გაუხსნას ჭეშმარიტებას.განმამტკიცე მე,რათა აღვასრულო ის,რაც ნაკარნახევია ამ სიბრძნისაგან.მიიღე ჩემი გულწრფელი ქმედებები,რომლებიც მიზნად ისახავს შენი შვილების კეთილდღეობას,როგორც ჩემი ერთადერთი ჯილდო შენი დაუღალავი ზრუნვისათვის ჩემზედ”. – (ავტორი გენია.ჯი)