რატომ დასაჯეს სიკვდილით გამომგონებელი?

„მეცნიერებიდან უღმერთობამდე – ერთი ნაბიჯია!” – საუკუნეების განმავლობაში ასეთი შეხედულება გააჩნდათ კათოლიკური ეკლესიის მამებს და ამიტომაც იყო რიგ ევროპულ ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ინკვიზიციის კოცონები აგიზგებული.აგიზგიზებული იმ ადამიანებისათვის,რომლებიც წინ ძრავდნენ მეცნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,როგორც აღმოჩნდა,გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის გაღრმავებას არც ივანე მრისხანეს მბრძანებლობის ეპოქაში წყალობდნენ რუსეთში და რაც ყველაზე საკვირველია,არის ის,რომ ამ მოვლენას სათავეში მართლმადიდებელი ეკლესიის მამები უდგნენ.ამის დასტურად კი ერთ პატარა ისტორიას გაგაცნობთ: XX საუკუნის გარიჟრაჟზე მეფის რუსეთში გამოქვეყნდა რუსი მწერლისა და ლიტერატორის – ევგენი ოპოჩინინის ნაწამოები,სახელწოდებით – „დემონი მფრინავი”.აღნიშნულ ნაწარმოებში,რომელიც გარდა ლეგენდებისა,ძირითადად მაინც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით იქნა დაწერილი,მოთხრობილია ერთობ საინტერესო რეალური ისტორია იმ კაცის შესახებ,რომელმაც ხის კონსტრუქციისაგან საფრენი აპარატი ააგო.

რუსი ბოიარის გონებაგახსნილმა ვაჟმა – ნიკიტა ლუპატოვმა ივანე მრისხანეს მეფობის ჟამს (XVI საუკუნე) ხის მასალისაგან საფრენი აპარატი შექმნა და გაფრენა სცადა.ამ ფაქტმა სასულიერო პირებში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია,რის გამოც იგი ერთობ ოდიოზური ბრალდებით დააპატიმრეს. „ადამიანი ჩიტი არ არის.იგი წინააღმდეგობაში მოდის ბუნების კანონთან.შესაბამისად,რაც ღვთიური არ არის,ეშმაკისეულია.ბოროტ სულთან დამეგობრებულ გამომგონებელს მოეკვეთოს თავი,ხოლო ტანი მისი ღორებს გადაეგდოთ საჭმელად.მის მიერ აგებული ეშმაკისეული მოწყობილობა კი საღვთო ლიტურგიის შემდგომ კოცონზე დაიწვას “. – ასეთი სასტიკი და დაუნდობელი იყო XVI საუკუნის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მამების ვერდიქტი ნიკიტას მიმართ,რომელიც აღსრულებული იქნა კიდეც ჯალათების მიერ.მოგვიანებით,აღნიშნული ისტორიის მიხედვით გადაღებული იქნა რამდენიმე მხატვრული ფილმი. – (ავტორი გენია.ჯი)

ევგენი ოპოჩინინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>