რისთვის იყენებდნენ ბოშები ლემას?
როგორც ცნობილია,ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე – ლემა,რომელიც ბუნებაში შასაძლოა ხეებისა და ბუჩქების სახითაც ვიხილოთ,დიდი რაოდენობით პიოსციმინის შემცველები,ანუ ერთობ შხამიანები არიან. (ავტორი გენია.ჯი) მათ სამშობლოდ ბოტანიკოსები მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის რეგიონებს ასახელებენ.ისინი დღეისათვის ფართოდ არიან გავრცელებულნი ევრაზიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რომ მცენარე ლემა ევროპის კონტინენტზე პირველად შუა საუკუნეებში გამოჩნდა ბოშების წყალობით.აღნიშნულ მცენარეზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ ლემას გამომშრალი და გადამუშავებული ფოთლებით,რომელსაც ბოშები თამბაქოდ ასაღებდნენ და რომელიც ერთობ ძლიერმოქმედ ჰალუცინოგენურ საშუალებას წარმოადგენს,ისინი წინასწარ უმასპინძლდებოდნენ იმ ადამიანებს,რომელთა გაძარცვაც ჰქონდათ შემდგომში დაგეგმილი. – (ავტორი გენია.ჯი)