ჰერაკლიტე ეფესელის ფილოსოფიური წყევლა
მშობლიური ძველბერძნული პოლისიდან – ეფესოდან თანამოქალაქეების მიერ გაძევებული იქნა რომაული საკანონმდებლო კოლეგიის – „დეცემვირის” ერუდირებული ძველბერძენი კონსულტანტი და ფილოსოფოსი – ჰერმოდორე,რომელსაც თავის მხრივ,გენიალური ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი – ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ.წ.აღ-ით 520-460 წლები) საუკეთესო თანამოქალაქედ აღიარებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უსამართლო გადაწყვეტილებამ იმდენად გამოიყვანა ჰერაკლიტე წყობიდან,რომ მან თავის თანამოქალაქეებს არა მხოლოდ რისხვა დაატეხა თავს,არამედ ერთობ ფილოსოფიურადაც კი დაწყევლა ისინი: „ეფესელებო,დაე,ღმერთებმა უსაზღვროდ გაგამდიდროთ,რათა ამ სიმდიდრის ფონზე კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოჩენილიყოს თქვენი ნაძირლობა”. – (ავტორი გენია.ჯი)