გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში ეკლესიის სარდაფში იყო დასვენებული გენიალური გერმანელი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის ფუძემდებლის – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წლები) უზიარებელი ცხედარი. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, ლუთერანული ეკლესიის პასტორები,რომლებიც ლაიბნიცს სიცოცხლეში საჯაროდ სდებდნენ ბრალს ათეიზმსა და ერესში,საერთოდ,ეჭვქვეშაც კი აყენებდნენ ამაგდარი მეცნიერის ცხედრის მიწის მიბარების აუცილებლობასაც.შესაბამისად,როგორც სიცოცხლეში,ასევე სიკვდილის შემდგომაც არ შერიგებია ერთმანეთს გერმანული ლუთერანული ეკლესია და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი.ბოლოს და ბოლოს,როგორც იქნა მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტის ცხედრის უპოვართა და ღატაკთა სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ.ლაიბნიცის ერთადერთი ახლობელი ადამიანი,რომელიც სამგლოვიარო პროცესიას მიაცილებდა,სწავლულის პირადი მდივანი იყო.გარდა ამისა,გოტფრიდის დაკრძალვას რამდენიმე შემთხვევითი ადამიანიც დაესწრო,რომლებიც სამგლოვიარო პროცესიას ქუჩიდან აჰყვნენ.სახელოვანი გერმანელი მეცნიერი უკანასკნელ გზაზე არ გაუცილებია არა მხოლოდ სამეფო ოჯახის არც ერთ წარმომადგენელს (რომლებთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეგობრობდა იგი),არამედ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის არც ერთ წევრსაც კი.ერთ-ერთ შემთხვევით დამსწრეს,რომელიც თვალყურს ადევნებდა ლაიბნიცის ერთობ მოკრძალებული დაკრძალვის ცერემონიას,მოგვიანებით აბსოლუტურად მართებულად შეუნიშნავს – „ეს ადამიანი გერმანიის დიდების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო,ის კი დასაფლავეს ისე,როგორც ავაზაკიო”. – (ავტორი გენია.ჯი)