დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
მას შემდეგ,რაც საფრანგეთის მეფე – ანრი II თავისი უფროსი ქალიშვილის ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა,გლოვის ნიშნად მისმა მეუღლემ,დედოფალმა – ეკატერინე მედიჩმა სხვა სამგლოვიარო ღონისძიებების პარალელურად,ერთობ უჩვეულო გადაწყვეტილებითაც გამოხატა თავისი ღრმა მწუხარება მეუღლის გარდაცვალების გამო.დაასახელეთ,რა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო ჰუგენოტების მოძულე დედოფალმა გლოვის ნიშნად?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: გლოვის ნიშნად,ეკატერინე მედიჩმა თავის საპირფარეშო-სავარძელზე ოსტატებს წითელი ხავერდის ნაცვლად – შავი ფერის მქონე ხავერდი გადააკრევინა.