პასკალ მარი ედუარდ მარსელ ალენი – “ფანტომასის” შესახებ…

პასკალ მარი ედუარდ მარსელ ალენი (1885-1969 წლები) – გახლდათ დიდი ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი,რომელიც ავტორია მსოფლიოში სახელგანთქმული რომანების ციკლისა “ფანტომასის” შესახებ,რომელსაც იგი ფრანგ მწერალთან – პიერ სუვესტრთან ერთად წერდა.აღსანიშნავია,რომ მისი შემოქმედება 400-მდე რომანს ითვლის. (ავტორი გენია.ჯი) “ფანტომასის” შესახებ “საგა” ფართო საზოგადოებისათვის უფრო ცნობილი გახდა მაშინ,როდესაც მასზე ფილმების სერიები გადაიღეს და იგი ერთ-ერთ ყველაზე ყურებად ფილმადაც იქცა,იმ პერიოდისათვის.თავად მარსელ ალენი კი “ფანტომასის” შესახებ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებდა:

 
“ყოველ ჯერზე,როდესაც საგამომცემლო სახლებს ვსტუმრობდი რაიმე ახალი რომანის გამოსაქვეყნებლად თუ სცენარის წარსადგენად კინოსტუდიებისათვის,მეუბნებოდნენ მხოლოდ ერთადერთ რამეს: უკეთესია ჩვენთვის ამ ნაწარმოებების მოტანას “ფანტომასის” გაგრძელება მოგეტანაო.ღმერთო ჩემო! როგორ ყელში ამომივიდა ეს ფანტომასი.ვატყობ,ოდესღაც იქნება მე ეს ნაწარმოები,თავის გმირიან – “ფანტომასიანად” აუცილებლად შემიწირავს და სამარის კარამდე მიმაცილებს!” (ავტორი გენია.ჯი)