შარლ ლუი დე მონტესკიეს პირადი ცხოვრების შესახებ…
1713 წელს გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსს,მწერალსა და მთრაგმნელს – შარლ ლუი დე მონტესკიეს (1689-1755 წლები) მამა გარდაეცვალა,რის შემდგომაც ახალგაზრდა ძმისშვილის მზრუნველობა საკუთარ თავზე მისმა უშვილძირო ბიძამ – ბარონმა დე მონტესკიემ აიღო,რომელმაც უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ უდიდესი გავლენა იქონია შარლის შემდგომ ბედსა და ზოგადად რომ ვთვათ,ცხოვრებაზეც. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ბიძის წყალობით დაეუფლა იგი იურისპოდენციას და ბიძისავე უშუალო მხარდაჭერით გახდა ბორდოს პარლამენტის პრეზიდენტი მოგვიანებით.გარდა ამისა,სწორედ ბარონი მონტესკიე გახლდათ ის ადამიანი,რომელმაც სარფიანი ქორწინების მიზნით საკუთარი ძმისშვილი აიძულა დაქორწინებულიყო ერთობ უშნო და კოჭლ,თუმცა მდიდარ გოგონაზე – ჟანა კეტრინ დე ლარტინჟზე.გოგონაზე,რომლის ქონებაც 100 000 ლივრს შეადგენდა.
ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება,რომელიც ბიძის უდიდესი ზეგავლენის ქვეშ მყოფი შარლისა და ჟანას ქორწინებას უშლიდა ხელს,გახლდათ ის,რომ გოგონა კალვინიზმის გულმხურვალე მიმდევარი გახლდათ.ნანტში გამოცემული ედიქტი კი,როგორც ცნობილია,არა მხოლოდ კატეგორიულად კრძალავდა კათოლიკეებისა და კალვინიზმის მიმდევრების ქორწინებას,არამედ სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობითაც კი სჯიდა იმ წყვილებს,რომლებიც ედიქტს დაარღვევდნენ.ჟანას კათოლიკედ მოქცევაზე საუბარი ზედმეტი იყო,რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება კანონის გვერდის ავლით დაეწერათ ჯვარი.იმ კათოლიკე მღვდელს,რომელმაც 1715 წლის 30 აპრილს ჯვარი დასწერა წყვილს,აზრადაც კი არ მოსვლია,თუ რაოდენ დიდ „მკრეხელობას” სჩადიოდა მათი ქორწინების კურთხევით. (ავტორი გენია.ჯი) იმ ორად ორი ადამიანიდან,რომლებიც როგორც ხელისმომკიდეები ესწრებოდნენ მონტესკიეს ჯვრისწერას,მხოლოდ ერთმა გაბედა საეკლესიო წიგნში თავისი ხელმოწერის გაკეთება.წინ რომ გავუსწროთ მოვლენებს,შეიძლება ითქვას,რომ მიუხედავად გოგონას ფიზიკური ზადისა,ფილოსოფოსი არჩევანში მაინც არ შემცდარა.ფინანსურად უზრუნველყოფილ წყვილს თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა.ჟანა კარგი მეოჯახე და ერთგული მეუღლე გამოდგა.სუსტი ნებისყოფის მქონე ქალების მოყვარული შარლი ცოლს პატივისცემით კი ეკიდებოდა,თუმცა სახლის კედლებში ჰყავდა გამომწყვდეული და იმის უფლებასაც არ აძლევდა,რომ ბორდოს ქუჩებში გასულიყო.ამ დროს კი,თავად მშვენიერ მანდილოსანთა წრეში ირთობდა თავს და მოიარა როგორც ფლორენცია,ასევე ლონდონი,პარიზი და სხვა ევროპული ქალაქები.
„ულამაზო ქალები ფლობენ ისეთ გრაციოზულობას,რომელსაც იშვიათად შეხვდებით ლამაზ ქალებში.მე ბედნიერად ვგრძნობდი თავს ამა თუ იმ ქალთან ურთიერთობისას და მჯეროდა მათი.თუმცა ეს ნდობა ელვისებურად გაქრა და მომენტალურად შევწყვიტე მათთან კავშირი”. – წერდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მონტესკიე,რომელმაც ბოლოს და ბოლოს კარგად გაისიგრძეგანა შესანიშნავი მეუღლის ფასი. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟანა კეტრინ დე ლარტინჟი