ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…
„არ უღალატოთ ნამდვილ სიმართლეს,როდესაც ნამდვილთან ერთად ყალბიც წარმოგიდგებათ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტება მაშინ არის ჭეშმარიტება,როდესაც სრულად არის აღიარებული”.
* * *
„პაპა იმისთვის არის გაჩენილი,რომ მამას სტუქსავდეს”.
* * *
„სინდისის გაღვიძება არის დიდება სულისა”.
* * *
„ცხოვრება გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ ჩვენ თავს და ჩვენ თავზე დამტყდარ შემთხვევებს და ამით ნელ-ნელა ჭკუას გვასწავლის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა საზარელი რამ არის ბედნიერება! როგორ აკმაყოფილებს ადამიანს! როგორ უვსებს გულს! როგორ ათრობს სიცოცხლეს თაღლითი მიზნით – ბედნიერებით და ავიწყებს ჭეშმარიტ მიზანს – ვალდებულებას!”
* * *
„მოვალეობის ასრულება,აი ეს არის ჩემი ერთადერთი მეგობარი ; მე შენდობა არავისი მინდა,გარდა ჩემი სინდისისა”.
* * *
„ფილოსოფოსები ბრძანებენ,ზომიერი იყავით თქვენს სიხარულშიო. – მე კი სულ სხვას გირჩევთ, – მიუშვით აღვირი თქვენს სიხარულს.ისე იყავით სიყვარულით გაგიჟებული,როგორც ქაჯები,გაგიჟებული,გაშმაგებული; რას მიედებ-მოედებიან ფილოსოფოსები?”
* * *
„ბედისწერას თავისი მწვერვალი აქვს.ამ მწვერვალით თავდება სიცოცხლის შესაძლებლობა”.
* * *
„როდესაც თავდაცვის ალღო იმარჯვებს,მხეცი იღვიძებს ადამიანში”. – (ავტორი გენია.ჯი)