ვოლტერი – „ეპიზოდი”
XVIII საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთ საფოსტო განყოფილებაში მიტანილი იქნა წერილი,რომელსაც ფოსტის მსახურთა გასაკვირად ადრესატის სახელი,გვარი და მისამართი არ ეწერა. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ კონვერტის გარეკანზე მათ ნაცვლად შემდგომი სახის ჩანაწერი იყო გაკეთებული: „პოეტების მეფეს, სახალხო ფილოსოფოსს, ევროპის მერკურის, მამულის ორატორს, ისტორიკოსთა მეფეს, გმირთა პანეგირისტს, უმაღლეს მსაჯულსა და მფარველს სახვითი ხელოვნებისა, ტალანტების კეთილისმყოფელს, გენიის დამფასებელს, მდევართა რისხვას, ფანატიკოსთა მტერს, დევნილთა დამცველს, ობოლთა მამას, მდიდართათვის მაგალითის მიმცემს, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებზე მზურნველს, უკვდავ მაგალითს ყოველგვარი სათნოებისას”.
აღნიშნული კონვერტი ფოსტის თანამშრომლებმა უმალვე თავიანთ ხელმძღვანელს მიუტანეს,რათა მისგან მიეღოთ მითითება იმის შესახებ,თუ რა მოეხერხებინათ წერილისათვის.მას შემდეგ,რაც ფოსტის გონიერი ხელმძღვანელი კონვერტზე დაწერილ საოცარ ეპითეტებს გაეცნო,მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა და თანამშრომლებს უბრძანა იგი დაუყონებლივ გენიალური ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებლის,პოეტის,პროზაიკოსის,ტრაგიკოსის,დრამატურგის,ისტორიკოსისა და პუბლიცისტისათვის – ფრანსუა მარი არუესათვის (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერისათვის გაეგზავნათ.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ფოსტის ხელმძღვანელი თავის გადაწყვეტილებაში არ შემცდარა,რადგან ზემოაღნიშნული დიდებული ეპითეტებით აღსავსე კონვერტი სწორედ რომ ვოლტერისათვის იყო განკუთვნილი. – (ავტორი გენია.ჯი)