ოთარ ჭილაძე – „მიყვარხარ,როგორც გლეხს უყვარს მიწა…”

მიყვარხარ,როგორც გლეხს უყვარს მიწა,

როგორც დასიცხულ მიწას – ღრუბელი.

მაინც მიყვარხარ,მებრძვი თუ მიცავ,

ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.

* * *

და წინ,კარივით მეხსნება სივრცე,

თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს…

ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს

უკვე გარდასულ დღეების მიმართ.

* * *

ასე იქცევა ნახატი ხატად,

ლერწამი – სტვირად და ორთქლი – წვიმად…

ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს

ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.

კომენტარის დატოვება