ძველბერძნული საქორწინო ტრადიცია
როგორც ცნობილია,ანტიკური ხანის საბერძნეთში მამაკაცები საშუალოდ 30-35 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ,ხოლო მანდილოსნები კი – 15 წლის ასაკში.საინტერესოა ის გარემოება,რომ გოგონების მამები თავად არჩევდნენ სასიძოებს თავიანთი ქალიშვილებისთვის და მათი მარადიული ერთგულების ნიშნად გარკვეულ თანხასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსაც გადასცემდნენ მათ. (ავტორი გენია.ჯი) განქორწინდების,უშვილობისა და ქალის გარდაცვალების შემთხვევაში სიძე ვალდებული ხდებოდა სიმამრის მიერ ნაჩუქარი ფული და ნივთები კვლავაც მისი პირველი მფლობელისათვის დაებრუნებინა უკან.საქორწინო ცერემონიის წინა დღეს გოგონა უცილობლად უნდა სწვეოდა არტემიდას ტაძარს და მისთვის მსხვერპლი შეეწირა.თავის მხრივ,მსხვერპლის სახით გოგონას სიბრძნისა და ნაყოფიერების მფარველი ღვთაებისათვის უნდა შეეწირა სათამაშოები,ნიშნად იმისა,რომ ბავშვობას ეთხოვებოდა და ცხოვრების უფრო რთულ საფეხურზე გადადიოდა.ამის შემდგომ სადედოფლო იღებდა წმინდა წყაროს წყლით სავსე აბაზანას და ემზადებოდა მომავალი დღის შესახვედრად.ქორწინების დღეს არა მხოლოდ სიძე-დედოფალი უნდა ყოფილიყო თეთრი სამოსით მოსილი,არამედ ყველა მათი ოჯახის წევრიც,რომლებიც ვალდებულები იყვნენ ძველი ბერძნებისატვის დამახასიატებელი ტრადიციული რიტუალი შეესრულებინათ მსხვერპლთშეწირვისა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის შემდგომ დედოფალი თავის სახლში ბრუნდებოდა და იქ ელოდა ახლადშეუღლებულ ქმარს.რამდენიმე ხანში სიძე ცოლოურთან ეტლით მიდიოდა და გოგონა თავის ბინაში მუსიკოსებისა და მეჩირაღდნეების პროცესიის თანხლებით მიჰყავდა.სიძის დედა წყვილს კარის ზღურბლთან სხვადასხვა სახეობის ხილის ლარნაკით ელოდა,რის შემდგომაც რძალს უპირველეს ყოვლისა იმ კერას ათვალიერებინებდა,სადაც მას უნდა ეცხოვრა.აღნიშნული პროცესის დასრულებისთანავე ახლადშეუღლებულები,როგორც გაერთიანების სიმბოლო,ვალდებულები ერთად გაეტეხათ ლუკმა.ტრადიციული ღონისძიებების დასრულების შემდგომ სიძის სახლში ეწყობოდა მასშტაბური საზეიმო სუფრა და ლხინი ორ დღეს გრძელდებოდა.იმ შემთხვევაში,თუ სიძეს პატარძლის უბიწოებაში ეჭვი შეეპარებოდა,მას უფლება ეძლეოდა უმალვე გაყროდა ახლადშეუღლებულ გოგონას.ხოლო იმ შემთხვევაში,თუ შვილებიანი წყვილი მოგვიანებით განქორწინდებოდა,ბავშვები მამის მზრუნველობის ქვეშ რჩებოდნენ,ხოლო ქალი კი ვალდებული ხდებოდა უახლოეს ნათესავ მამაკაცთან ეცხოვრა მის შემდგომ დაქორწინებამდე.ისტრიკოსთა გადმოცემის თანახმად,ძველბერძნული საქორწინო ტრადიცია,რომლისგანაც თანამედროვე პერიოდამდე რამდენიმე ნიუანსი კვლავაც შემორჩა,ერთობ ლამაზი სახილველი ყოფილა. – (ავტორი გენია.ჯი)