ვოლტერის საშინელი აღსასრული
რამდენიმე წყარო ირწმუნება,რომ ჭკუაზე შეშლილმა და თვალში სინათლედაშრეტილმა ღვთისმგმობმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ნიცშემ,თავისი ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი რკინის გალიაში გამომწყვდეულმა გაატარა და ძაღლივით იყეფებოდაო.ამბობენ იმასაც,რომ ინგლისური წარმომავლობის მქონე ათეისტ ამერიკელ მწერალს – ტომას პეინს,ავტორს ბიბლიის გამკრიტიკებელი ნაშრომისა – „გონების საუკუნე”,სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ისეთ უკიდურეს ტანჯვაში გატარება მოუხდა,რომ იძულებული გახდა ასეთი რამაც კი ეთქვაო: „ – რომ გამაჩნდეს,მთელ სამყაროს გავცემდი,რათა ჩემმა წიგნმა „გონების საუკუნე”-მ არასოდეს იხილოს დღის სინათლე. ო,ღმერთო,დამეხმარე მე, ქრისტე ღმერთო,დამეხმარე მე ცოდვილს.იყავი ჩემთან ერთად! იყო მიტოვებული ყველასგან – ეს ჯოჯოხეთია!” – საბჭოთა კავშირში ანტირელიგიური პოლიტიკის იდეოლოგი და ხელმძღვანელი – ემელიან იაროსლავსკი,რომელმაც საშინელ ტანჯვაში დალია სული,სიცოცხლის ბოლოს ყველას ეხვეწებოდა,რომ სრულიად მოესრათ მის მიერ გამოქვეყნებული ღვთისმგმობი წიგნები; „ჯოჯოხეთის ალში ვიწვი!” – სასოწარკვეთილი იძახდა იმიერის გზაზე დამდგარი ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული შოტლანდიელი ფილოსოფოსი – დევიდ იუმი; ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „ლედ ზეპელინის” ათეისტმა წევრმა – ჯონ ჰენრი ბონემმა კი სულაც ღებინების რეფლექსური აქტის დროს დალია სული (გაიგუდა).
ამ სიის გაგრძელება სამწუხაროდ,უსასრულოდ არის შესაძლებელი,თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ქრისტიანობისა და ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლ ისეთ სახელოვან ფრანგ ფილოსოფოსზე,როგორიც გახლდათ – ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი.როგორც ირწმუნებიან,სიკვდილის სარეცელზე მყოფი „ღმერთთან მებრძოლი” ფილოსოფოსის უკანასკნელი ღამე საშინელი ყოფილა.ტკივილებისაგან უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ვოლტერი განწირულად გაჰყვიროდა და საშველად სწორედ იმას უხმობდა,ვისთან ბრძოლასაც შეალია მთელი თავისი ცხოვრება – ღმერთს!
ძლიერმა ტკივილებმა,რომლის გამომწვევი მიზეზიც ჯერ კიდევ დაუდგენელი გახლდათ,ვოლტერი იძულებული გახადა ოპიუმის,როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენება დაეწყო. (ავტორი გენია.ჯი) 1778 წლის მაისში ფილოსოფოსის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და შესაბამისად,ტკივილებმაც უფრო საშინელი სახე მიიღეს.ფრანსუას მკურნალმა ექიმმა,მედიცინის დოქტორმა ტრონშენმა პაციენტს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვა.მიუხედავად ოპიუმის დოზის გაზრდისა,ვოლტერისათვის ტკივილები კიდევ უფრო აუტანელი გხდა.სიკვდილის წინ იგი ექიმს დახმარებას წყევლანარევი სიტყვებით სთხოვდა თურმე – „ჩემი ქონების ნახევარს მოგცემთ,თუ სიცოცხლეს ექვსი თვის ვადით მაინც გამიხანგრძლივებთ.ამას თუ ვერ შეძლებთ,იცოდეთ,რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები და თქვენც იქ მომყვებითო”.
მომაკვდავ ვოლტერს სასულიერო პირის მოწვევა სურდა საზიარებლად,თუმცა ამის ნება მისმა უღვთო მეგობრებმა არ მისცეს,რის გამოც აღშფოთებულს წამოუძახია: „მე მიტოვებული ვარ როგორც ღმერთისგან,ასევე ადამიანებისგანაც.მე ჯოჯოხეთისაკენ მივეშურები. ოჰ,ქრისტე! ოჰ,იესო ქრისტე!”
მოწყალების ფრანგი და,რომელიც ვოლტერის აღსასრულის მოწმე შეიქნა და რომელმაც რამდენიმე საათი დაჰყო მომაკვდავი ფილოსოფოსის სარეცელთან,მოგვიანებით ერთ-ერთი ინგლისელი პაციენტის დასახმარებლად მიიწვიეს.
- ეს ინგლისელი ქრისტიანია? – პაციენტთან შესვლისთანავე იკითხა მოწყალების დამ.
- დიახ,რა თქმა უნდა – ქრისტიანია! მან მთელი თავისი ცხოვრება,როგორც ღვთისმოყვარულმა და ღვთისმოშიშმა,ისე განვლო. – უპასუხეს მას.თუმცა იქვე დაინტერესდნენ,რატომ დასვა მან ასეთი უჩვეულო შეკითხვა.
- მე ვმსახურობდი სიკვდილის სარეცელზე მყოფ ვოლტერთან და შემიძლია გითხრათ,რომ მთელი ევროპის სიმდიდრეს გავცემდი,ოღონდ კი აღარასოდეს ვიხილო სხვა უღმერთო ადამიანის სასიკვდილო აგონია.ეს რაღაც წარმოუდგენელი საშინელებაა. – წარმოთქვა მოწყალების დამ.
ვოლტერი ვარაუდობდა,რომ მისი გარდაცვალებიდან ასი წლის გასვლის შემდეგ,ქრისტიანობა აღარ იარსებებდა.თუმცა „ბედის ირონიით”,მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც 25 წელიწადში დაფუძნებული იქნა ბრიტანული და უცხოური ბიბლიური საზოგადოება,რომლის ოფისმაც სწორედ რომ ათეისტი ფილოსოფოსის სახლში დაიდო ბინა. და ბედის ირონიითვე” ვოლტერის სახლში განთავსებულ იმ საბეჭდ მანქანაზე იბეჭდებოდა ბიბლია,რომელზეც ოდესღაც ფილოსოფოსი თავის ღვთისმგმობ ნაშრომებს ბეჭდავდა. – (ავტორი გენია.ჯი)