პლოტინუსი – „ეპიზოდი”
ძველ ეგვიპტურ ქალაქ ასიუტში (ადრეული ლიკოპოლისი) ქვეყნიერებას მოვლენილი ანტიკური ხანის გენიალური რომაელი ფილოსოფოს-იდეალისტი და ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი – პლოტინუსი (205-270 წლები),რატომღაც არასოდეს მოუთხრობდა ვინმეს თავისი წარმომავლობის,მშობლების,ოჯახისა და სამშობლოს შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ,მისი ბიოგრაფიიდან გარკვეული დეტალები შემოგვინახა სწავლულის ფილოსოფოსმა მოსწავლემ – პორფირიუსმა და ბიზანტიელმა ისტორიკოსმა – ევნაპიოსმა.როგორც პორფირიუსი გადმოგვცემს,ერთადერთი რამ,რაც მასწავლებელმა პორფირიუსს თავისი ადრეული ბიოგრაფიიდან მოუთხრო,გახლდათ შემდეგი: „ჩვენს შორის გამართული ერთ-ერთი დიალოგისას შენიშნა,რომ რძის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარული ჯერ კიდევ ჩვილობიდან იღებდა სათავეს.იგი ძიძამ აღზარდა და მისი მკერდით 8 წლის ასაკამდეც კი იკვებებოდა.თქვა ისიც,რომ რძის სიყვარული აიძულებდა ძიძისათვის სახალხოდ მოეშიშვლებინა მკერდი და რძეს დაწაფებოდა.თუმცა აღნიშნულ ქმედებას 8 წლის ასაკში მას შემდეგ შეეშვა,რაც პლოტინუსმა მისი მისამართით გაიგონა განაწყენებული ძიძის სიტყვები: „როგორი ცუდი ბიჭია”.
თუკი ევნაპიოსს ვერწმუნებით,პლოტინუსს არასოდეს აღუნიშნავს საკუთარი დაბადების დღე,თუმცა ამის ფონზე ერთობ ნიშანდობლივია,რომ მუდმივად საზეიმოდ აღნიშნავდა ისეთი გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსების დაბადების დღეებს,როგორებიც გახლდნენ ნეოპლატონიზმის ფუძემდებლის კუმირები – პლატონი და სოკრატე. – (ავტორი გენია.ჯი)