ეპიკურეს შესახებ…
„ხალხის მხსნელად” წოდებულ გენიალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს,ეთიკოსსა და ეპიკურიზმის ფუძემდებელ - ეპიკურეს (ძვ.წ.აღ-ით 342-270 წლები) კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) ეს გახლდათ პერიოდი,როდესაც ანტიკური სამყარო შეძრული ჰყავდა მკვლელობებს,სისხლისმღვრელ ომებს,საშინელ ხანძრებს,აჯანყებებს,ძარცვა-გლეჯასა და კაცთმოძულეობის საშინელ სენს.კუნძულ სამოსზე ანტიკური წლის – გამელიონის თვეში (იანვრის მეორე და თებერვლის პირველი ნახევარი) ქვეყნიერებას მოვლენილ ეპიკურეს სხვა მისი თანამედროვეებისაგან განსხავებით,იმთავითვე არ ინტერესდებოდა პოეზიითა და მუსიკით.მის მისწრაფებას უფრო ფილოსოფია და სიბრძნის დაუფლება წარმოადგენდა.ამიტომაც იყო,რომ ჯერ კიდევ მოზარდი ეპიკურე გამუდმებით უსვამდა შეკითხვებს მამას – ნეოკლეს სამოსელს ისეთი მეტრების სიბრძნეთა შესახებ,როგორებიც იყვნენ – ჰერაკლიტე, ანაქსაგორა, ჰესიოდე და პროტაგორა.მას შემდეგ,რაც სრულწლოვანი გახდა,განსაკუთრებით დაუმეგობრდა მომავალ დიდ პოეტ-კომედიოგრაფს – მენანდრეს. 18 წლის განმავლობაში იცხოვრა კუნძულ ლესბოსზე,სადაც თავდაპირველად ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად და შემდგომ,რეპეტიტორად მუშაობდა.ეს უკანასკნელი პროფესია კი თავის მხრივ,არც თუ ისე საპატიოდ იყო მიჩნეული ბერძნებში.
დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი,დაქორწინებული იყო თუ არა ეპიკურე და ჰყავდა თუ არა მას შვილები.თუმცა,თუკი მის რამდენიმე გამონათქვამს გავითვალისწინებთ,დავასკვნით,რომ ფილოსოფოსს საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. „ბრძენი არ უნდა იყოს შეყვარებული”. – ასეთი იყო ეპიკურეს ვერდიქტი.გარდა იმისა,რომ არ ჰყავდა ოჯახი,დემოკრიტე აბდერელის მსგავსად,არ ჰქონდა არც სახლ-კარი,არც მამული და არც ფული.პითაგორას,პლატონისა და იმავე დემოკრიტეს მსგავსად არასოდეს უმოგზაურია უცხო ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) ხელმოკლე გენიოსი ერთობ ღარიბულ და მცირე რაოდენობის საკვებს მიირთმევდა (არაერთხელ უთქვამს,რომ ყველის ნაჭერიც კი მისთვის ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა) და შენიშნავდა,რომ ასეთი სახით კვება ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. „თავისუფალი ცხოვრების წესით ბევრ ფულს ვერ იშოვის კაციო”. – და აკი ვერც შოულობდა.მიუხედავად სიდუხჭირისა, „ხალხის მხსნელად” წოდებული ეპიკურე მაქსიმალურად ეხმარებოდა მეგობრებს და მზად იყო საკუთარი მოკრძალებული ლუკმა გაეყო მასზე შეჭირვებული ადამიანებისათვის.სასტიკად კიცხავდა ვისიმე მიერ გამოვლენილ მრისხანებას და ამბობდა,რომ მთვრალიც კი არ უნდა ჩავარდნილიყო მრისხანების მორევში.
მოგვიანებით,კაცთმოყვარე გენიოსმა,როგორც იქნა 80 მინად სახლი და პატარა ბაღი შეიძინა,სადაც თავისი ფილოსოფიური სკოლა დააარსა,რომლის შესასვლელ კარზედაც შემდეგი წარწერის მქონე აბრა გააკრა: „მგზავრო,აქ თავს კარგად იგრძნობ.აქ სიამოვნებაა – უმაღლესი სათნოება“.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ეპიკურე აღნიშნული ქმედების გამო,რიგი ცნობადი პერსონების კრიტიკის ობიექტად იქცა.მიუხედავად ამისა,ფილოსოფოსის მიერ ახლადგახსნილ სკოლას ძალიან ბევრი მოსწავლე ჰყავდა.ამას ხელს უწყობდა ისიც,რომ იგი განკუთვნილი გახლდათ,როგორც ახალგაზრდებისათვის,ასევე მოხუცებისთვის,როგორც მამაკაცებისთვის,ასევე მანდილოსნებისთვის,როგორც მდიდრებისთვის,ასევე ღარიბებისთვისაც.ამიტომაც იყო,რომ ეპიკურეს მიერ დაარსებულ სკოლაში მამაკაცები თავიანთ მეუღლეებთან ერთად ეუფლებოდნენ ცოდნას.ის კი არა და, აღნიშნული სკოლის ხშირი სტუმრები „მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებიც” კი იყვნენ.ფილოსოფოსის უმთავრეს მიზანს,მათი დახმარება წარმოადგენდა ყოველგვარი ანგარების გარეშე. (ავტორი გენია.ჯი)
„ყოველი შემდგომი ნაბიჯი,წინმსწრებ ნაბიჯზე უკეთესი უნდა იყოს”. – ასე მოძღვრავდა ეპიკურე თავის მოწაფეებს,რომელთა შორისაც ბევრი სახელოვანი ადამიანი იყო.
გარდაცვალებამდე 14 დღის განმავლობაში იგი საშინლად იტანჯებოდა.სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლამ აპოგეას ძვ.წ.აღ-ით 270 წელს მიაღიწა. 72 წლის ასაკში ეპიკურე ამიერს ვალმოხდილი გამოეთხოვა.თუმცა მანამდე კი,მეგობრებსა და მოწაფეებს სთხოვა,რომ არასოდეს მიეცათ დავიწყებისათვის მისი სწავლებები. – (ავტორი გენია.ჯი)