ასე ახასიათებდა – „პარიზს” გენიალური ვიქტორ-მარი ჰიუგო…
„პარიზი – ეს მთელი ქვეყნის მისაბაძი ქალაქი, ეს საგანგებოდ აგებული ნიმუში,რომლის ასლის შექმნას ნატრობს ყველა ერი, ეს დედაქალაქი იდეალისა, ეს უწმინდესი სამშობლო ყოველ ახალი იდეებისა, ცდისა და განხორციელებისა, ეს ბუდე მეცნიერებისა და სიბრძნისა, ეს თავშესაფარი ჩაგრულთა და დევნილთა, ეს სკა მომავალის განხორციელებისა, ეს საკვირველი შერთულობა ბაბილონის და კორინთისა, – პარიზი რომ ჩვენ მიერ აღნიშნულ თვალსაზრისით გასინჯოს ერთმა უბრალო ჩინელმა,ფო-კიანელმა გლეხმა,მხრებს აიჩეჩავს განცვიფრებული.
პარიზს რომ მიჰბაძოთ ხელცარიელი დარჩებით.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ,რომ ამაოდ თავის ქონების ფლანგვა ძველისძველია და ამ მხრივ პარიზიც სხვას ჰბაძავს.საცა ყველაფერია,იქ დიდებასთან ერთად ბილწიც მოიპოვება და თუ პარიზში აღმდგარა ათენი, – ქალაქი განათლებისა, ტიროსი – ქალაქი ძლიერებისა, სპარტა – ქალაქი სათნოებისა, ნინევია – ქალაქისასწაულისა, პარიზშივე მოიპოვება აგრეთვე ლუტეცია – ძველი ქალაქი ლაფისა”. – (ავტორი გენია.ჯი)