ბორის პასტერნაკი წერდა…

„უმეტესწილად ასე გვემართება ადამიანებს: თავს რომ მოგვაჭრიან,ქუდზე ხელს მაშინ ვიტაცებთ ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი იმიტომ იბადება,რომ იცხოვროს, და არა საიმისოდ,რომ ცხოვრებისათვის ემზადოს”.

* * *

„რა გამოუსწორებელი არარაობა უნდა იყოს ადამიანი,რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი როლი ითამაშოს,საზოგადოებაში ერთადერთი ადგილი დაიკავოს,ესე იგი სულ ერთი და იგივე!”

* * *

„დამონებული ადამიანი ყოველთვის ძრწოლით დაჰფოფინებს თავის მონობას”.

* * *

„რისთვის განმაგდე მე,უფალო,პირისაგან შენისა? რად ხდება ასე,მთელი ცხოვრება რატომ დაგეძებთ და ვერ გპოულობთ? ცალ-ცალკე რატომ დავიარებით?”

* * *

„ვისაც თაყვანს ვცემთ,მით უფრო მსხვერპლად გვეჩვენება,რაც მეტად გვიყვარს”.

* * *

„ქვეყნად ათასი მიზეზია ადამიანის შესაშლელად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება თავად არის განუწყვეტლივ თვითგანმაახლებელი,მარად თვითგადამამუშავებელი საწყისი,თავის თავს იგი მარად გარდაქმნის,გარდასახავს, და თავისთავად განუზომლად უფრო მაღლა დგას,ვიდრე ჩვენი გონებაჩლუნგი თეორიები”.

 

კომენტარის დატოვება