კლოდ ანრი-სენ სიმონის შესახებ…
„ადექით გრაფ,თქვენ წინ გელოდებათ დიად საქმეთა აღსრულებანი”. – ამ სიტყვებით პატარაობიდანვე წლების განმავლობაში აღვიძებდნენ გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსს,სოციოლოგსა და უტოპიური სოციალიზმის ფუძემდებელს – კლოდ ანრი-სენ სიმონს (1760-1825 წლები) მოსამსახურეები.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ვინმე – დიარი,რომელმაც მოგვიანებით „წარუმატებელ მილიონერად” წოდებული სწავლულის ცხოვრებაში ერთობ დიდი კვალი დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) 13 წლის ასაკში მყოფმა მოზარდმა,რომლის აღზრდა-განათლებაშიც მდიდარ და გავლენიან მამას,გრაფ – ბალთაზარს სხვა პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად სახელოვანი ფრანგი ენციკლოპედისტი – ჟან ლერონ დ’ალამბერიც ჰყავდა ჩართული,პირველად უარყო ღვთის არსებობა,რამაც ღვთისმოშიში ბალთაზარი იმდენად განარისხა,რომ საკუთარი ვაჟი თავადვე გამოკეტა სენ-ლაზრის კოშკში არსებული ციხის საკანში.თუმცა თავისუფლების მოყვარულმა კლოდმა ციხის ერთ-ერთი მცველი დანის გამოყენებით დაჭრა და ამ გზით ეწია თავისუფლებას. 1783 წელს ბალთაზარი გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა,რომ სიმონს უმდიდრესი მემკვიდრეობა ხვდა წილად,უყაირათო ფულის განუზომლად ხარჯვამ,წარუმატებელმა კომერციულმა საქმიანობამ და მეუღლესთან განშორებამ მომავალი ფილოსოფოსი უკიდურეს სიდუხჭირემდე მიიყვანა საბოლოო ჯამში. „აი,უკვე ორი კვირაა მხოლოდ ხმელი პურითა და წყლით ვიკვებები,რაც მაიძულებს ყოველგვარი შთაგონების გარეშე ვიმუშოა; ყველაფერი გავყიდე,აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი ტანისამოსის ჩათვლით,რათა საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოვცე ჩემი მოკრძალებული ნაშრომები”. – წერდა გაღატაკებული ყოფილი გრაფი.სწორედ ამ დროს გამოჩნდა კლოდის ცხოვრებაში მისი ოდინდელი მოსამსახურე – დიარი,რომელიც თავის აღსასრულამდე არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას უწევდა სწავლულს,არამედ თავშესაფარიც კი მოუძებნა მას.შესაბამისად,როლებიც შეიცვალა… (ავტორი გენია.ჯი) დიარის მიერ გაწეული დახმარების შედეგად კლოდმა გამოსცა რამდენიმე მაშრომი,მათ შორის სიმონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილება – „XIX საუკუნის სამეცნიერო ნაშრომების შესავალი”. დიარის გარდაცვალების შემდგომ,რიგმა უარყოფითმა უკიდურესობებმა ფილოსოფოსს სუიციდის ჩადენისაკენ უბიძგა,თუმცა საბედნიეროდ,შემთხვევითმა მოვლენამ იხსნა ტრაგიკული აღსასრულისაგან.
შემდგომ წლებში სიმონმა მოსწავლეები აიყვანა.გამოჩნდნენ მეცენატებიც,რომლებიც მას ფინანსურად ეხმარებოდნენ.შეირთო ერთგული მეუღლე ჟულიენი და შექმნა წარმატებული ოჯახი.მიუხედავად ამისა,მეამბოხე სულს მაინც ვერაფერი მოუხერხა და რიგი პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებას დაუპირისპირდა.მეცენატები,რომლებიც მისმა პროტესტის შემცველმა გამოსვლებმა დარტყმის ქვეშ დააყენა,იძულებული გახდნენ საჯაროდ განეცხადებინათ,თითქოს სწავლულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა და ამიტომაც ვაფინანსებდით მასო.საქმე სასამართლომდეც კივიდა,მაგრამ მისდა საბედნიეროდ,ფილოსოფოსი გამართლდა.ამ უსიამოვნო მოვლენებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში ჩაფლულმა კლოდმა შეიმუშავა „სოციალური ფიზიოლოგიის კონცეფცია – „მეცნიერება ადამიანის შესახებ”.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ სწორედ იგი გახლდათ ის პირველი მოაზროვნე,რომელმაც განსაზღვრა მთავარი მახასიათებელი თვისებები წარმოქმნილი ინდუსტრიული საზოგადოებისა.
უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფი კლოდ ანრი-სენ სიმონი გარდაიცვალა 1825 წლის 19 მაისს პარიზში.დაკრძალული იქნა პერ-ლაშეზის ცნობილ სასაფლაოზე.მის დაკრძალვას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ოგიუსტ კონტი,ლეონ გალევი,ოლდინგ როდრიგი და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)