როგორ გაუმასპინძლდა კარლ V ჰაბსბურგს ფუგერების საგვარეულო?
როგორც ცნობილია, XV-XVII საუკუნეების ერთ-ერთ უმდიდრეს ევროპელ ბანიკრებს – ფუგერების გერმანული საგვარეულო წარმოადგენდა. XVI საუკუნეში ამ საგვარეულოს წილად ხვდა პატივი,საკუთარ სასახლეში სტუმრად მიეღო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი – კარლ V ჰაბსბურგი (1500-1558 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ესოდენ საპატიო სტუმრის ვიზიტმა ფუგერები განუზომლად გაახარა და იმპერატორს უმაღლეს დინეზედაც გაუმასპინძლდნენ.საღამო ხანს,საძინებელში,სადაც მეფეს ღამე უნდა გაეთია,ოჯახის უფროსმა საკუთარი ხელით დაიწყო ბუხრის გამართვა.თუმცა იმპერატორის ღრმა პატივისცემისდა ნიშნად,ჩვეულებრივი შეშის ნაცვლად ცეცხლის გასაჩაღებლად დარიჩინის ძვირფასი ხის ქერქი გამოიყენა.აქვე შევნიშნავ,რომ აღნიშნული მცენარის ქერქი დღეისათვისაც კი ერთობ ძვირი ღირს და მითუმეტეს იმ პერიოდში მისი ფასი კიდევ უფრო დიდი გახლდათ.თუმცა ეს კიდევ არ იყო ყველაფერი.მას შემდგომ,რაც უფროსმა ფუგერმა ბუხარი გამართა,იმპერატორის წინაშე მუხლებზე დადგა და სთხოვა,რომ ნება დაერთო ბუხარში ცეცხლი კარლ V-ეს მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტის გამოყენებით გაეჩაღებინა.ასეთმა უცნაურმა თხოვნამ იმპერატორი ერთობ გააკვირვა,რის გამოც დოკუმენტზე თვალის შევლება მოითხოვა. და როდესაც კარლი მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსს გაეცნო,კმაყოფილმა შესძახა: „რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა – ნებას გრთავთ!” – თავის მხრივ,აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის იმ ვალდებულებას,რომლის თანახმადაც კარლი უცილობელ ვალდებულებას იღებდა საკუთარ თავზე,ფუგერებისათვის დაებრუნებინა მის მიერ ვალად აღებული უზარმაზარი თანხა – 50 000 ტალერის ოდენობით. – (ავტორი გენია.ჯი)
XV-XVII საუკუნეების უმდიდრესი გერმანელი ბანკირების – ფუგერების საგვარეულო გერბი
დარიჩინის ხე