ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალური ნააზრევი…
„კეისრის ოცდაათი ჭრილობა ისე არ მაღელვებს,როგორც ერთადერთი ფურთხი,რომელიც მიიღო იესო ქრისტემ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასოწარკვეთილება არის უკანასკნელი სახსარი,რომელიც ხანდახან გამარჯვებას შესძენს ადამიანს,ჯერ ისევ ვირგილიუსმა თქვა ეს ჭეშმარიტება.უკიდურეს უიმედობის გადაწყვეტილებათა შედეგია უაღრეს საშუალებათა წარმოვლენა.სიკვდილის ნავში რომ ჩაჯდება კაცი,სწორედ ამით გადარჩება ხოლმე ხანდახან აბობოქრებულ ზღვას და იმის გრიგალს.ზოგჯერ თვით კუბოს სახურავი ხდება თავდაღწევის საშუალება”.
* * *
„ყმაწვილი ქალის ადგომას უფრო წმინდა თვალით უნდა მოელოდეს კაცი,ვიდრე ვარსკვლავის ამოსვლას.შესაძლებლობა მისდამი მიღწევისა მოწიწებად უნდა გარდაიქმნას.ატმის ბუსუსი,სპეტაკი ფიფქი თოვლისა,განგლიანი ფრთა პეპლისა,ტლანქია ყოველივე ეს იმ უმანკოებასთან შედარებით,რომელმაც თვითონაც არ იცის,რომ უმანკო არის.ყმაწვილი ქალი სხივი არის ოცნებისა და ჯერ ქანდაკებად არ გარდაქმნილა.მისი სარეცელი იდეალის ბურუსში არის მიმალული.კადნიერად თვალის შეხება შეურაცხყოფს ამ მკრთალ ჩრდილს.შეურაცხყოფად ხდება აქ შთაჭვრეტა”.
* * *
„ადამიანი თვითონ არის თავის თავის მბრძანებელი.ხელმწიფობა ადამიანისა თავის თავზე არის სრული თავისუფლება ადამიანისა. და საცა ერთად შეკრებილა ორი,ან რამდენიმე ამისთანა თავისუფლება,იქ ჩნდება სახელმწიფო”.
* * *
„განწირვა თავის თავისა შეიძლება,სხვისი კი არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეთია კაცის გული: სასოწარკვეთილება რომ მოერევა,თავს უიმედობას აფარებს ყველას და ბუნებრივად მიაჩნია მთელი ქვეყნის დაღუპვა”.
* * *
„გენიოსს თანს სდევს შურით გამოწვეული ლანძღვა-გინება და დიდ კაცს – ყეფა”.
* * *
„არ არის მოაზროვნე,რომელიც ხანდახან მაინც არ ჩაღრმავებოდეს ამ საზოგადოებრივი „ძირის” სიდიადეს”.
* * *
„გაგიჟებაში ყოველთვის მოიპოვება უფლების ნიშანწყალი”.
* * *
„დიდმა მწუხარებამ იცის მისუსტება ადამიანისა; იმედს უსპობს და ძალ-ღონეს.ეს მწუხარება რომ მოერევა,თვითონვე გრძნობს კაცი,რომ რაღაცას ჰკარგავს თავისი არსისას.სიყმაწვილეში სავალალო არის ეს მწუხარება,მერმე კი დამღუპველი.თუკი მაშინ,ოდეს სისხლი უდუღს ადამიანს,თმა გიშერი აქვს,თავი ამაყი ახოვან ტანზე,როგორც ალი ძვირფას შანდალზე; როდესაც გორგალს ბედისწერისას ჯერ სულ მთლადა აქვს თავისი სისქე; როდესაც გული ნანატრი სიყვარულით არის აღვსილი და ისე მაგრად უცემს კაცს,რომ ადვილად ჰპოვებს თავისი თქმის პასუხს; როდესაც წინ უდევს ადამიანს კიდევ ბევრი დრო,რომ შეასწოროს,გამოაკეთოს მდგომარეობა; როდესაც გარს ახვევია მრავალი ქალი და მათი ღიმილი; როდესაც მას ეკუთვნის მთელი მომავალი,მთელი ჰორიზონტი,როდესაც სიცოცხლის ძალა აქვს,მაშინ საშინელებად მიაჩნია ეს მწუხარება და მით წარიკვეთს ყოველ იმედს; მაშ რა დაემართება ამ მწუხარებით მოხუცებულს,რომლის სიცოცხლის წლები თანდათან უფერულდებიან, და გარბიან იმ ბინდით მოცულ ჟამისაკენ,საიდანაც ნათლად მოჩანს სამარის ვარსკვლავები”. – (ავტორი გენია.ჯი)