რამდენიმე სტრიქონი ქართველი პოეტების პოეზიიდან…

მე არ მივლია სოფელში უქმად,

თუმცა,საწუთროვ,სანთელს მიქრობდი.

თურმე ვყოფილვარ სიკვდილის ლუკმა

და უკვდავებას როგორ ვფიქრობდი!

(ამონარიდი სიმონ ჩიქოვანის პოეზიიდან)

* * *

ამრიტა,

ლექსად დამწვარო ქალო,

ყველაფრის ენა

მე განა მესმის?

ბულბული ვარდზე

რა სიტყვებს გალობს,

ან მტრედი ტოტზე

რა სიტყვებს კვნესის?

(ამონარიდი ირაკლი აბაშიძის პოეზიიდან)

* * *

გაზაფხულია,

რად არ მიყვარდეს

მისი გაჩენა,მისი აპრილი,

მის მობრძანებას,მზეს და მის ვარდებს

ვეამბორები მე თავდახრილი.

(ამონარიდი ირაკლი აბაშიძის პოეზიიდან)

* * *

გულს ჩაგვრჩენია ერთი სიცოცხლე,

ვერ წაშლის თვითონ სტიქიის ჩრდილი

და არასდროს არ დაგვავიწყდება

რადგან ის დედის არის ღიმილი.

(ამონარიდი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან)

* * *

ვხედავ,რომ ტახტი მოუსრავს იღბალს,

აღარ ვახსოვარ სოფლებს შეფენილს,

საუკუნეთა მანძილის მიღმა

ლექსი მეფობს და არა მეფენი.

(ამონარიდი სიმონ ჩიქოვანის პოეზიიდან)

* * *

რას არ იპოვი აქ,საზღვარგარეთ,

რომ ის ჩასთვალო მზედ ანდა მთვარედ?

არ ღირს მსოფლიოს მთელი სიმდიდრე

ერთ გაქროლებად სამშობლო მხარედ.

(ამონარიდი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან)

კომენტარის დატოვება