Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ამდენ ვერაგობას რომ ვხედავ ზემოთ და ქვემოთ,ამდენ დაკნინებას,ამდენ სიძუნწეს,ამდენ ფარისევლობას,ამდენ გაჭირვებას ზეცისას და ქვეყნისას,რომლის მძვინვარების გამოც ჩიტს ერთი მარცვალი შვრიაც კი ვერსად უშოვია; რომ ვხედავ ბოროტ ქალს როგორ იტაცებს ფულიანი კაცი სალუქი ბიჭის მსგავსად; რომ ვხედავ,როგორ ისპობა ქვეყნად ზნეობა; რომ ვხედავ,როგორ გაცვეთილა ადამიანის ბედისწერა და თვით „მეფეების” ბედისწერაც კი,რომელთაც თოკის მეტი აღარა დარჩენიათ; რომ ვხედავ დილის ნამს,ამ ყალბ მარგალიტს და თრთვილს – ყალბ ალმასს; რომ ვხედავ ერთმანეთზე გადაკიდებულ კაცთა მოდგმის ნაშიერებს და ჩვენი ცხოვრების დაწვრილმანებას; რომ ვხედავ „შინაურ” მოღალატეთა ხელში არსებულ შხამით შეზავებულ დანათა ბასრ პირებს,რომელნიც „მოყვასთა” ზურგში ჩასარტყმელად არიან შემართულნი; ამოდენ ლაქებს მზეზე და ამოდენ ნახვრეტს მთვარეზე; რომ ვხედავ ამოდენ გაჭირვებას ყველგან და ყოველთვის,ეჭვი მერევა და გამომყავს დასკვნა,რომ ღმერთი არ უნდა იყოს მდიდარი”.