გალაკტიონ ტაბიძე – „მე ხომ სხვა ვარ…”

მე ხომ სხვა ვარ,დღე ცისმარე

მახვილს ვფერავდი,

შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი

ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,

რადგან ვერრათი -

ვერ წავშალე მოგონება

ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი

ბედისწერამდი,

სად არ დამდევს მისი ჩრდილი

ფერად-ფერადი.

იყოს ისე,როგორც დარჩა,

ამიერამდი,

ჩემთვის-ძონძი,შენთვის ფარჩა

ფერად-ფერადი.

კომენტარის დატოვება