Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ასე უთხრეს მას, – მოიჭერი ხელებიო და მანაც მოიჭრა; მერე მიმართეს, – მოიკვნიტე მუხლებიო, და მანაც მოიკვნიტა; შემდეგ თვალის დახუჭვაც ურჩიეს და არც ის იუარა; ჰერკულესად გაჩენილს ჩიაკაცობა მიაჩეჩეს და ისიც როდი გაუძალიანდა.მხოლოდ ერთხელ ყრუდ და შესაზარად დაიგმინა,მაგრამ მერე თავადვე დაუკრა ტაში საკუთარ თავშეწირვას,რადგანაც უკვე ერთგული გამხდარიყო ეს ღვთისნიერი კაცი იმ ახირებულებისა,რამაც მის ცხოვრებასა და სულიერებაში წარუშლელად დასტოვა მრუდე კვალი”.