ევგენი ევტუშენკო – „ეპიზოდი”
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვოიაჟის დროს,გამოჩენილი რუსი პოეტი და პროზაიკოსი – ევგენი ევტუშენკო (1932-2017 წლები) ნადირობის მოყვარულ ერთ-ერთ გერმანელ მემამულეს ეწვია სახლში. (ავტორი გენია.ჯი) მის კაბინეტში წარმოდგენილმა სხვადასხვა სახის ირმის რქებმა ევტუშენკოზე ერთობ დამთრგუნველი შთაბეჭდილება იქონია,რადგან მას ნადირობა წარმოდგენილი ჰქონდა,როგორც არაადამიანური აქტი.როდესაც ნადირობის მოტრფიალე გერმანელმა მემამულემ პოეტს თავისი სენტიმენტალობა შეატყო,ჯერ სიცილი აუტყდა,შემდეგ კი ჩაფიქრდა და ასეთი რამ უთხრა: „იცით,თქვენ ბატონო ევტუშენკო,მთელი საიდუმლოება იმაშია,რომ ირმები,როდესაც მათ ესვრი,მეტად თუ ნაკლებად მოშორებით იმყოფებიან.ხოლო როდესაც ნუკრი ჩემს სახეს უახლოვდება,მე კი ამას უკვე შევეჩვიე,იგი მენდობა, და არასოდეს აღმემართება ხელი,რომ ვესროლო.სწორედ ამიტომ მე მომივიდა თავში აზრი,რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ ესვრიან ერთმანეთს,რომ ისინი დაშორებული არიან ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)