„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ – ეეჰ! ადამიანი ბედნიერებას თოფით რატომ უნდა ეძებდეს!.. ან თოფით რატომ უნდა იცავდეს? – ეს მიკვირს მხოლოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთავარია,რომ წმინდა ადამიანები იმარჯვებენ მაშინაც,როცა იხოცებიან,რადგან არასდროს კვდებიან”.

* * *

„დედამიწაზე სიახლეს მუდამ ვიღაცა იწყებს. – ადამიანით იწყება დრო და ეპოქა! კაცი იყო, – აი მთავარი! იყო მხოლოდ ის,რაც ხარ ნამდვილად,არა ზოგადად ადამიანი,არამედ შენი სახელი გერქვას”.

* * *

„ტრაგედიის გმირი მხოლოდ კეთილშობილი ადამიანი შეიძლება იყოს”.

* * *

„ბოროტების ცდუნება ბუდეს იღებს ადამიანის სულში,რათა სიკეთეს კვლავ შეეპაროს,შეეჯახოს,შეებრძოლოს და იქნებ სადმე და ოდესმე გაიმარჯვოს კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცუდსა მეთევზეს შერჩება უბრალოდ წყალთა მღვრევანი!..”

* * *

„დასაშვებია წაქცევა,მაგრამ საჭიროა წამოდგომაც”.

* * *

„ხშირად ხდება ხოლმე,კუჭი აჩუმებს გულს”.

* * *

„ბოროტება მზის სინათლეს ვერ ემალება”.

* * *

„არა გიშავს რა,თუ არა გიჩანს რა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>