იეთიმ გურჯი – „ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს!”
ყარაჩოხელ კაცმა შემქნა,
ყარაჩოხლებმა გამზარდეს,
რაღად მინდა მე კალამი,
მათი ქებაც თუ დამზარდეს.
ვის უნახავს,წმინდა ოქრო
აბანოს წყალში გაშავდეს,
ანუ ფიჭვი და მიხის ხე,
თიხის ქოთანში აყვავდეს!
ამხანაგის მოღალატეს,
დამმარხველი არა ჰყავდეს!
იმას შვილად ვერ მივიღებ,
წინაპრების აკვანს სწვავდეს.
სირცხვილი იმ გუთნის დედას,
თავის მამის საფლავს ხნავდეს!